„ელექტროსადგურების, ქსელების და ენერგოსისტემის მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“

„ელექტროსადგურების, ქსელების და ენერგოსისტემის მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია
მიღების თარიღი 28/09/1995
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 28/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 120.013.000.075
28/09/1995
გამოუქვეყნებელი, -, 28/09/1995
120.013.000.075
„ელექტროსადგურების, ქსელების და ენერგოსისტემის მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

„დამტკიცებულია“

საქართველოს რესპუბლიკის

მეურნეობაში უსაფრთხო წარმოების

ტექნიკური ზედამხედველობის

სახელმწიფო ინსპექციის კოლეგიის მიერ

ა. ღოღობერიძე    1995 წ.

 

„შეთანხმებულია“

საქართველოს რესპუბლიკის ენერგეტიკის და

ელექტროფიკაციის დეპარტამენტთან

დ.ზუბიტაშვილი

 

ელექტროსადგურების, ქსელების და ენერგოსისტემების

მუშაობაში ტექნოლოგიური დარღვევების გამოკვლევისა და

აღრიცხვის ინსტრუქცია

 

ინსტრუქცია დამუშავებულია ენერგოსისტემის

ტექნიკური ექსპლოატაციის ზედამხედველობის

საინსპექციო სამმართველოს მიერ და რედაქტირებულია

 

საქტექზედამხედველობის ინსპექციის ენერგოზედამხედველობის

სამმართველოს მიერ.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს ძირითად მითითებებს ელ.სადგურების და ენერგოსისტემების ენერგოდანადგარების მუშაობაში იმ დარღვევათა კლასიფიკაციისა და აღრიცხვის თაობაზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ენერგოსაწარმოთა იმედიანობაზე. ინსტრუქციაში გათვალისწინებულია მოქმედი ენერგოდანადგარების ექსპლოატაციაზე, რემონტზე, გამართვასა და გამოცდაზე ახლად გამოცემული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებისა და აგრეთვე იმ დებულებათა მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებელთა ენერგომომარაგების პირობებს.

ინსტრუქცია არ ადგენს მხარეთა დანაშაულის წილის განსაზღვრის წესს იმ შემთხვევებში, თუ დარღვეულია კომერციული ხელშეკრულებები ენერგომომარაგებელ ან საშუამავლო ორგანიზაციებსა და ელექტროენერგიისა და თბოენერგიის მომხმარებელთა შორის.

ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა საქართველოს რესპუბლიკის დეპარტამენტ საქენერგოს ელეტროსადგურების, ელექტროქსელებისა და თბოქსელების, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, გაუმართავი და სარემონტო ორგანიზაციათა მუშაკებისათვის, აგრეთვე სხვა სამინისტროებისა და უწყებების, ორგანიზაციათა მუშაკებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ დარღვევათა მიზეზების გამოკვლევაში.

1. საერთო მითითებანი

-------------------------------------

1.1. გამოკვლევასა და აღრიცხვას ექვემდებარება:

- ენერგეტიკული მოწყობილობის დაზიანებები ექსპლოატაციის დროს

- ენერგოდანადგარების ან მათი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობის პარამეტრების დაუშვებელი გადახრები, რამაც გამოიწვია მათი გამოყვანა მწყობრიდან ან მუშა რეჟიმიდან.

- მომხმარებელთა ელექტრომიმღებების სრული ან ნაწილობრივი დაუგეგმავი გამორთვები.

1.2 გამოკვლევისა და აღრიცხვის ძირითად ამოცანას წარმოადგენს დარღვევათა მიზეზების დადგენა, ორგანიზაციულ-ტექნიკურ გამაფრთხილებელი ღონისძიებების დამუშავება და ენერგოობიექტების მუშაობის იმედიანობის შეფასება, რომელიც გამოყენებული იქნება ენერგეტიკული მოწყობილობის ექსპლოატაციის და  რემონტის ორგანიზაციის სრულყოფის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის ან გამოცვლის პირობებში კვალიფიციური გადაწყვეტილების მისაღებად.

1.3. ზემდგომ ორგანოებს გამოკვლევის მასალების გამოყენება შეუძლიათ იმ ორგანიზაციების ან პირთა დასადგენად, რომლებიც დამნაშავენი არიან დაშვებულ დარღვევებში. დარღვევათა გამოკვლევის შედეგების მიხედვით განკარგულებითი დოკუმენტების გამოშვების აუცილებლობა დგინდება გამომკვლევი კომისიის მიერ.

1.4. გამოკვლევის მასალების მიხედვით მიღებულ ღონისძიებათა შესრულება სავალდებულოა:

1.5. გამოკვლევის მასალების ანალიზის შედეგების მიხედვით ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების გამოშვების აუცილებლობას ადგენს დეპარტამენტი საქენერგო ტექზედამხედველობის ინსპექციასთან შეთანხმებით.

1.6. იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ან სიმძიმის შედეგი დადგა (ენერგომომარაგების შეწყვეტა, ქსელის მდგომარეობის დარღვევა, ენერგომატარებლების პარამეტრების გადახრები, ეკოლოგიური ზემოქმედება, მოწყობილობათა დაზიანების მოცულობა, ენერგოსაწარმოთა იმედიანობის შემცირების სხვა  ფაქტორები) დარღვევები კლასიფიცირდება პირველი და მეორე ხარისხის დარღვევად.

1.7. მომხმარებლისათვის ენერგომომარაგების შეწყვეტა,  თუ იგი მოხდა იმ დანადგარების მუშაობის უნარიანობის დარღევის შედეგად, რომელიც მომხმარებელს ან გარეშე შუამავალ ორგანიზაციებს ეკუთვნის, კლასიფიცირდება შედეგების მიუხედავად როგორც მომხმარებლის გამორთვები, აღრიცხავს მომხმარებელი და მიეწერება მას.

1.8. თითოეული ცალკე აღრიცხული დარღვევა კლასიფიცირებული უნდა იქნას უფროს მძიმე შედეგების მიხედვით, ამასთან, მომხმარებელთა მიერ ელექტრო-დანადგარების ელექტრო და თბოენერგიით სარგებლობის წესების დაუცველობით გამოწვეული დარღვევები შედეგების სიმძიმის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებული არ უნდა იქნას.

2. დარღვევათა ნიშანთვისებები

2.1. ავარიები

2.1.1. მოწყობილობების დაზიანება, შენობების, ნაგებობების დანერგვა, რამაც გამოიწვია ენერგოდანადგარების (ქვაბები, ტურბინები, გენერატორები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, ელსადგურების ელშეერთებათა მთავარი სქემის სალტეები, ალ/ გადამცემი ხაზები, სისტემათა სალტეები ქვესადგურებში 110 კვ და ზევით. იძულებითი მოცდენა ავარიულ შეკეთებისას 30 დღე-ღამეზე მეტი დროით.

2.1.2. ქვაბის (35 ტ საათი და ზევით) ტურბინის, გენერატორის , (12 ვტ და ზევით) ძალოვანი ტრანსპფორმატორის (10 მვა და ზევით) ამომრთველის (110 კვ და ზევით) დანგრევა ან დაზიანება, თუ ამ მოწყობილობის აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია.

2.1.3. საერთო  მიზეზების განპირობებული ელ. ენერგიის მიწოდების შეწყვეტა მომხმარებლებზე სიმძლავრით (200 მვტ და ზევით), გარდა ავარია-საწინააღმდეგო ავტომატიკის საშუალებით გამორთული ან აღდგენილი დატვირთვებისა.

2.1.4. ენერგოსისტემის ნორმალურ რეჟიმში მუშაობის პირობებში მაგენერირებელი წყაროების უეცარი გამორთვით და ენერგოსისტემების ნაწილებად დაყოფით გამოწვეული მუშაობა 48 ჰერცზე და ქვემოთ, დაბალი სიხშირით 1 საათზე მეტი დროით, როცა მაგენერირებელი წყაროების მაქსიმუმსა და მოხმარების ბალანსით სიხშირე 50 ჰერცია.

2.1.5. ელ. სადგურების ტვირთის სრული მოხსნა, როცა მუშაობაში იმყოფებოდა ერთზე მეტი გენერატორი და დაყვანილი ჯამური ელექტრული და თბური სიმძლავრე შეადგენდა 100 მვტ და ზევით.

2.1.6. ენერგოსისტემის ნაწილებად დაყოფა, რამაც გამოიწვია მომხმარებელთა გამორთვა დატვირთვის 40% მეტით, მაგრამ არანაკლებ 300 მვტ სიმძლავრით სისტემით გამოყოფილ ნაწილში.

2.1.7. ენერგოსისტემაში 6 კვ. ძაბვისა და ზევით ელგადამცემი ხაზების მასიური გამორთვები ან დაზიანებები სტიქიური მოვლენების მიზეზით, რომლებმაც გამოწვია ელექტრო-მიმღებების გამორთვა ენერგოსისტემის მოხმარების საერთო სიმძლავრის 20% და მეტი.

2.1.8. თბოწყაროს ან მაგისტრალური თბოქსელის უბნის იძულებით მოცდენა, რამაც გამოიწვია საბინაო სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო ობიექტების თბომომარაგების შეწყვეტა გათბობის სეზონში 24 საათი და მეტი.

2.1.9. ელსადგურების მუშაობის რეჟიმის დარღვევა, რის გამოც მავნე ნივთიერებების ამოფრქვევამ, გარემოში ორჯერ და მეტად გადააჭარბა დადგენილ სადღეღამისო სანიტარულ ნორმებს.

2.1.10. ჰიდროელექტროსადგურების ნაგებობათა მუშაობის უნარის დარღვევა, რამაც გამოიწვია წყალსაცავიდან წყლის გადაგდება ჰიდროკვანძების მაქსიმალური საანგარიშო გამტარობის გადაჭარბებით.

2.1.11. ელექტროქსელების მუშაობის რეჟიმის დარღვევა, რის გამოც მოხდა ქალაქის ან რაიონული ცენტრის ელენერგიით მომარაგების შეწყვეტა 12 საათით და მეტი.

2.2. პირველი ხარისხის დარღვევები

2.2.1. დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ძირითადი მოწყობილობების (ქვაბის, ტურბინების, გენერატორის ძალოვანი ტრანსფორმატორის, ელშეერთებების მთავარი სქემის სალტეების სისტემის, ელგადამცემი ხაზების, მაშუნტებელი რეაქტორის, 110 კვ და ზევით ქვესადგურებში) სისტემათა სალტეების იძულებითი მოცდენა 5 დღე-ღამეზე მეტი დროით.

2.2.2.სამეურნეო ობიექტებისათვის ენერგომომარაგების შეწყვეტა ენერგოსისტემასთან დადებული ხელშეკრულებით ან სხვა შეთანხმებით გათვალისწინებულზე მეტი დროით.

2.2.3. ენერგოსისტემის ნორმალურ რეჟიმში მუშაობის დროს მაგენერირებელი წყაროების უეცარი გამორთვით გამოწვეული ენერგოსისტემის მუშაობა 49,5 ჰერცზე ნაკლები სიხშირით.

2.2.4. ელექტროსადგურის ტვირთის სრული მოხსნა.

2.2.5 ენერგოსისტემის ნაწილებად დაყოფა, რამაც გამოიწვია მომხმარებელთა ენერგიით შეზღუდვა.

2.2.6. სტიქიური მოვლენებით გამოწვეული 6 კვ და მეტი ელგადამცემი ხაზების მასიური გამორთვები ან დაზიანებები.

2.2.7. თბოწყაროს ან მაგისტრალური თბოქსელის უბნის იძულებითი მოცდენა, რამაც გამოიწვია საბინაო სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო ობიექტების თბომომარაგების შეწყვეტა გათბობის სეზონში 6-დან 24 საათამდე, თბოწყაროების ხანგრძლივი დროით უკმარისობის შემთხვევების გარდა.

2.2.8. ელექტროქსელის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია ქალაქის ან რაიონული ცენტრის ელმომარაგების შეწყვეტა 6-დან 12 საათამდე.

2.2.9. გამწმენდი ნაგებობების მუშაობის უნარის ან მუშაობის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია მავნე ნივთიერებათა მოხვედრა ბუნებრივ გარემოში.

2.2.10. კავშირგაბმულობის არხების დისპეტჩერულ-ტექნოლოგიური მართვის საშუალებების დაზიანებები 1 საათიდან 24 საათამდე.

 

2.3. მეორე ხარისხის დარღვევები

---------------------------------------------

2.3.1. მომხმარებელთა გამორთვა ხანმოკლე დროით, რომელიც გათვალისწინებული არ არის ავტომატიკის ან ენერგომომარაგების სხვა პირობებით.

2.3.2. ენერგეტიკული მოწყობილობების, ელექტრული და თბოქსელების იძულებითი ან შეცდომით გამორთვა მოკლე დროით.

2.3.3. ენერგოსისტემის გაყოფა ნაწილებად, რამაც გამოიწვია მაგენერირებელი  წყაროების გამორთვა.

2.3.4. თბოწყაროს ან მაგისტრალური თბოქსელის უბნის იძულებით მოცდენა, რამაც გამოიწვია საბინაო, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო ობიექტების თბომომარაგების შეწყვეტა გათბობის სეზონში 8 საათამდე.

2.3.5. ელქსელის მუშაობის რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია ქალაქის ან რაიონული ცენტრის ელენერგიით მომარაგების შეწყვეტა 6 საათამდე.

2.3.6. კავშირგაბმულობის არხების, დისპეტჩერულ-ტექნოლოგიური მართვის საშუალებების მუშაობის უნარის დარღვეა 1 დღე-ღამეზე მეტი დროით.

2.3.7. სარეალო დაცვის ან ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის მოწყობილობის არა სწორი მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოწყობილობა მუშაობს სიგნალზე.

 

3. დარღვევათა განსაზღვრა და კლასიფიკაცია მათი წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების მიხედვით

3.1. ტექნოლოგიურ დარღვევათა მიზეზების და ვითარების გამოკვლევისას შესწავლილი და შეფასებული უნდა იქნას:

- მომსახურე პერსონალის მოქმედება, ობიექტებისა და მათი ექსპლოატაციის შესაბამისობა მოქმედ ნორმებთან და წესებთან.

- მოწყობილობის რემონტების, პროფილაქტიკური დათვალიერებების ჩატარებისა და მდგომარეობის კონტროლის ხარისხი და ვადები.

- ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას.

- მოწყობილობის ავარიული კერებისა და დეფექტების აღმოფხვრის დროულობა, მოწყობილობების იმედიანობის ასამაღლებელი მიმართული განკარგულებითი დოკუმენტების, ავარიასაწინააღმდეგო ცირკულირებისა და ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულება.

- მოწყობილობების და კონსტრუქციების დამზადების, საპროექტო სამშენებლო, სამონტაჟო და გამართვის სამუშაოების შესრულების ხარისხი.

- სტიქიურ მოვლენათა პარამეტრების (ყინულმოცვის კედლის სისქე, ქარის სიჩქარე და ა.შ.) შესაბამისობა პროექტში მიღებულ სიდიდეებთან და დადგენილ ნორმებთან.

3.2. ავარიის გამოკვლევის დროს უნდა გამოვლინდეს და აღწერილი იქნას დარღვევის წარმოქმნისა და განვითარების მიზეზები, წინაპირობები და მიზეზ შედეგობრივი კავშირი მათ შორის.

3.3. დარღვევათა ტექნიკური (ტექნოლოგიური) მიზეზების კლასიფიკაციის ნიშნებია:

3.3.1. დანადგარის, მისი დეტალის ან კვანძის მასალის სტრუქტურის დარღვევა

3.3.2. შედუღების, რჩილვის დარღვევა

3.3.3. მექანიკური შეერთების დარღვევა

3.3.4. მექანიკური ცვეთა

3.3.5. კოროზიული ცვეთა

3.3.6. ეროზიული ცვეთა

3.3.7. ჰერმეტიულობის დარღვევა

3.3.8. ნორმალური ვიბრომდგომარეობის დარღვევა

3.3.9. აფეთქება

3.3.10. თერმული დაზიანება, გადახურვა, გადაწვა

3.3.11. ელექტრორკალური დაზიანება

3.3.12. ელექტრული იზოლაციის დარღვევა

3.3.13. ელექტრული კონტაქტის დარღვევა

3.3.14. მექანიკური დანგრევა

3.3.15. ცეცხლის მოკიდება ან ხანძარი

3.3.16. ელექტროქსელის მდგრადობის დარღვევა

3.3.17. გამოუვლენელი მიზეზები

3.3.18. არაკლასიფიცირებული მიზეზები

3.4. დარღვევათა საორგანიზაციო მიზეზების კლასიფიკაციის ნიშნებია:

3.4.1. ოპერატიული პერსონალის არასწორი მოქმედება

3.4.2. არაოპერატიული პერსონალის არასწორი მოქმედება

3.4.3. სახელმძღვანელო დოკუმენტების არადამაკმაყოფილებელი ხარისხი

3.4.4 ენერგოსაწარმოს ხელმძღვანელი პერსონალის მიერ ტექნიკური მომსახურების არადამაკმაყოფილებელი ორგანიზაცია

3.4.5. ექსპლოატაციის სხვა ნაკლოვანებები

3.4.6. პროექტის დეფექტები

3.4.7. კონსტრუქციის დეფექტები

3.4.8. დამზადების დეფექტები

3.4.9. მონტაჟის დეფექტები

3.4.10. რემონტის დეფექტები

3.4.11. მშენებლობის დეფექტები

3.4.12. განმეორებითი სტიქიური მოვლენების ზემოქმედება

3.4.13. ექსტრემალურ სტიქიურ მოვლენათა ზემოქმედება

3.4.14. უცხო პირთა და ორგანიზაციათა ზემოქმედება

3.4.15. გამოუვლენელი მიზეზები

3.4.16. არაკლასიფიცირებული მიზეზები

 

 

4. დარღვევათა შესახებ შეტყობინების წესი

-------------------------------------------------------------

4.1. ავარიის ან I ხარისხის დარღვევების ნიშნების შემცველ ყველა დარღვევებზე საწარმო ვალდებულია გადასცეს სასწრაფო ოპერატიული შეტყობინება დეპარტამენტ საქენერგოს ცენტრალურ სადისპეტჩეროს, ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველოს და საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ენერგოზედამხედველობის სამმართველოს.

4.2. ინფორმაციის შემდგომი გადაცემა უნდა წარმოებდეს პარალელური არხებით: საქენერგოს დისპეტჩერი - ოპერატიული მართვის ენერგიის განაწილების დირექციას და ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველოს. ოპერატიული მართვის და ენერგიის განაწილების დირექცია-დეპარტამენტი საქენერგოს ხელმძღვანელობას. „საქენერგოს“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვედანაყოფები ავარიების და დარღვევების შესახებ ინფორმაციას გადასცემს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელწმიფო ინსპექციას და მის ქვემდებარე ენერგოზედამხედველობის სამმართველოს ქვემდებარის მიხედვით.

 

5. დარღვევის გამოკვლევის ორგანიზაცია

------------------------------------------------------------

5.1. ყოველი სახის ავარიის გამოკვლევას ახდენს დეპარტამენტ „საქენერგოს მიერ დანიშნული კომისია, ხოლო ავარის სიმძიმის მიხედვით კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს განსაზღვრავს სახელმწიფო ტექზედამხედველობის ინსპექცია.

5.2. მუშაობაში II ხარისხის დარღვევის გამოკვლევას აწარმოებს ადგილობრივი ცალკეული სპეციალისტები, ან სპეციალურად დანიშნული კომისიები. ასეთი კომისიების დანიშვნა ხდება ენერგო-საწარმოს ბრძანებით.

5.3. მუშაობაში ყველა დარღვევა, რომლებიც გამოწვეულია დამზადების, მშენებლობის, მონტაჟის და რემონტის დეფექტებით, გამოკვლეული უნდა იქნას შესაბამისი ქვედანაყოფების კომპეტენტური სპეციალისტების, აგრეთვე ქარხანა-დამამზადებლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, თუ ამ მოთხოვნის დაცვა შეუძლებელია, გამოკვლევის წესი გადაწყვეტილი უნდა იქნას ტექზედამხედველობის ენერგოზედამხედველობის სამმართველოს და დეპარტამენტ საქენერგოს უფლებამოსილ ქვედანაყოფის ურთიერთშეთანხმებით.

5.4. მომხმარებელთა ტექნიკურ დარღვევათა შედეგების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს მომხმარებელთა და დეპარტამენტ საქენერგოს ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

5..5. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე მომხდარი დარღვევების გამოკვლევა ტარდება ამ ორგანოთა მოთხოვნების, მოქმედი მითითებებისა და ინსტრუქციების გათვალისწინებით.

5.6. მომხმარებლისათვის გაუცემელი ელ. ენერგიის სიდიდის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ელ. ენერგიათა და თბოენერგიით სარგებლობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

5.7. გამოუმუშავებელი ენერგიის განსაზღვრა-საწარმოების ელსადგურის მუშა სიმძლავრის შემცირების სიდიდის მიხედვით, მაგენერირებელი მოწყობილობის იძულებითი მოცდენის დროს.

5.8. გამოკვლევა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და დამთავრდეს ათი დღის ვადაში.

5.9. კომისიის მუშაობა უნდა ჩატარდეს მისი თავმჯდომარის მიერ დაწესებული რეგლამენტის შესაბამისად.

5.10. დაზიანებული მოწყობილობის გახსნა ან დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით ან მითითებით დაინტერესებულ ქარხანა-დამამზადებლებისა და კომისიის შემადგენლობაში ჩართული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

5.11. ქარხანა-დამამზადებლებიდან, სამშენებლო-სამონტაჟო სარემონტო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციებიდან კომისიის წევრების დროულად გამოუცხადებლობის შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარეს უფლება ეძლევა 3 დღე-ღამემდე დააყოვნოს დაზიანებული მოწყობილობის გახსნა და დაშლა. ამასთან, იმავე ვადით გრძელდება გამოკვლევის დრო და ხდება აღდგენითი შეკეთებების საკვალიფიკაციო დროის კორექტირება.

5.12. ცალკეულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით გამოკვლევის ვადა შეიძლება გაგრძელდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს თავის საზედამხედველო ობიექტებზე ენერგოზედამხედველობის სამმართველო, სხვა შემთხვევაში საქენერგოს ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველო.

5.13. ტექნოლოგიური დაზიანებათა გამოკვლევის შედეგების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით უნდა შესრულდეს ღონისძიებები, რომელიც ადგენენ მათი წარმოქმნისა და მიმდინარეობის გარემოებათა ამსახველი მასალების უტყუარობას:

- ავარიის შემდგომი მდგომარეობის შენარჩუნება (შესაძლებლობისამებრ) დარღვევის ფოტოგრაფირება ან აღწერა

რეგისტროგრამების, ოპერატიულ მოლაპარაკებათა მაგნიტოფონური ჩანაწერებისა და დარღვევების სხვა ნივთიური მოწყობების ამოღება და ინსპექციის წარმომადგენლისათვის ან სხვა დანიშნული თანამდებობრივი პირისათვის გადაცემა აქტით.

- დაცვებისა და ბლოკირებების ნაფენებისა და მაჩვენებლების ავარიის შემდგომი მდგომარეობის აღწერილობა

- ყველა აღწერილობა და დოკუმენტი დადასტურებული უნდა იქნას ხელმძღვანელობის ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭედით.

5.14. ენერგოობიექტის ადმინისტრაცია, რომელზეც ხდება დარღვევის გამოკვლევა ვალდებულია:

- ჩაატაროს საჭირო ტექნიკური გაანგარიშებანი, ლაბორატორიული კვლევები, გამოცდები და სხვა საჭირო სამუშაოები

- უზრუნველყოს დაზიანებული ობიექტის ფოტოგრაფირება და წარადგინოს სხვა საჭირო მასალები.

- გამოყოს ტრანსპორტი და გამოკვლევის ჩასატარებლად საჭირო კავშირის საშუალებები.

- საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სხვა უწყებათა ექსპერტები და სპეციალისტები.

- გამოყოს სათავსო, სადაც უნდა ინახებოდეს ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია

- დაბეჭდოს და საჭირო რაოდენობით გაამრავლოს დოკუმენტაცია კვლევის შედეგების თაობაზე.

5.15. ავარიის გამოკვლევის შედეგები ფორმდება აქტით, რომლის ფორმა და შინაარსისადმი მოთხოვნები მოყვანილია დანართი 1-ში. სპეციალური გამოკვლევის აქტს თან უნდა ერთვოდეს კომისიის დასკვნების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი (რეგისტროგრამები, ოსცოლოგრამები, ამონაწერები ოპერატიული ჟურნალიდან, განმარტებითი ბარათები, სქემები, ნახაზები, სურათები, გამოცდების შედეგები, გამოკითხვის ფურცლები და სხვა).

5.16. მეორე ხარისხის დანარჩენი დარღვევბის გამოკვლევის ფიქსირება ცდება საწარმოთა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებში.

5.17. გამოკვლევის აქტს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი. კომისიის ცალკეული წევრი თუ თანახმა არ არის, ხელმოწერა სრულდება „განსაზღვრული შენიშვნით“.

5.18. გამოკვლევის აქტი უნდა შედგეს 5 ეგზემპლიარად და სამი დღის ვადაში ორგანიზაციამ (საწარმომ), სადაც მოხდა დარღვევა, დაუგზავნოს მართვის ზემდგომ ორგანოს და დეპარტამენტ საქენერგოს ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველოს და საჭიროების შემთხვევაში ტექზედამხედველობის ენერგოზედამხედველობის სამმართველოს.

5.19. კომისიის გადაწყვეტილებათა მიმართ აზრთა განხილვას ტექზედამხედველობის ენერგოზედამხედველობის სამმართველო და საქენერგოს ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველო, გამოკვლევის დამთავრებიდან ათი დღის ვადაში.

5.20. დარღვევის აღრიცხვისა და კლასიფიკაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას თავის კომპეტენციის ფარგლებში ღებულობს ტექზედამხედველობის ენერგოზედამხედველობის სამმართველო, ხოლო სხვა შემთხვევაში დეპარტამენტ საქენერგოს ტექნიკური ექსპლოატაციის საინსპექციო სამმართველო.

 

6. აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაცია

6.1. ერთ საწარმოს კუთვნილ ელსადგურებსა და ქსელებში მომხდარი ყველა დარღვევა უნდა აღრიცხოს ამ საწარმოში.

ყველა დარღვევა, რომელმაც მოიცვა მომიჯნავე გაერთიანებათა ელექტროსადგურებიან ქსელები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე თითოეულ ამ გაერთიანებაში.

6.2. ტექნოლოგიურ დარღვევათა აღრიცხვა სწარმოებს ელ. დანადგარების მუშაობის მთელი დროის განმავლობაში იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც დამთავრდა მისი კომპექსური მოსინჯვა დატვირთვის ქვეშ და ხელმოწერილი იქნა სამრეწველო ან საცდელ-სამრეწველო ექსპლოატაციაში მიღების აქტი.

6.3. მოწყობილობის ან ნაგებობათა დაზიანება, რომელიც მოხდა კომპლექსური მოსინჯვის პროცესში - მათ მიღებამდე და ექსპლოატაციაში შეყვანამდე, ან გამოვლინდა გეგმური რემონტების, პროფილაქტიკური დათვალიერებისა და გამოცდების დროს, ავარიად არ ჩაითვლება, ხოლო ენერგომატარებლების პარამეტრების ხანგრძლივი გადახრები აღირიცხება განსაკუთრებით.

6.4. ყოველმა ენერგოსაწარმომ დამტკიცებული ფორმის ვადებისა და მისამართების მიხედვით უნდა წარადგინოს ყოველთვიური კრებსითი ანგარიშგება ავარიულობის შესახებ ფორმა 16-ენერგოს მიხედვით.

 

7. ავარიულობის შესახებ საანგარიშგებო ფორმის შევსების წესი

7.1. ფორმის შევსება ხდება საანგარიშგებო თვეზე, მოწყობილობის მუშაობაში დარღვევის შესახებ სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე.

7.2. ფორმაში არ აღირიცხება

- 0,4 კვ ძაბვის ელსადგურების ელტექნიკური მოწყობილობის და 20 კვ და ქვევით ძაბვის ელექტრული ქსელების ელემენტების II ხარისხის დარღვევებად დაკვალიფიცირებული გამორთვები.

- მილსადენების თბოტექნიკური დანადგარების დაზიანებები

- დაზიანებები მომხმარებელთა ქსელში

დანაყოფი „ავარიათა ჩამონათვალი“.

გრაფა „ა“უჩვენებენ იმ მოწყობილობის დასახელებას, რომელზდაც მოხდა დარღვევა.

გრაფა „ბ“ - უჩვენებენ ავარიის წარმოქმნის დღეს  ორნიშნა რიცხვის სახით, მაგალითად საანგარიშგებო თვის 5 რიცხვი აღინიშნება 05 საანგარიშგებო თვის რიცხვი 12-12 და ა.შ.

გრაფა „გ“ - ხუთნიშნა რიცხვით უჩვენებენ ავარიის დაწყებას საათებსა და წუთებში, მაგ. 22 სთ 10  წთ ჩაიწერება 22.10.0 სთ 20 წთ-00.20 და ა.შ.

გრაფა „დ“ -უჩვენებენ ავარიის სააღრიცხვო ნიშანს იმ ციფრებისაგან შემდგარს ინდექსის სახით, რომელიც შეესაბამება ამ ინსტრუქციის მე-2 ნაწილის პუნქტს.

გრაფა „ე’ - სვეტში ჩაიწერება ყველა მიზეზების კოდური აღნიშვნა, ჯერ კლასიფიცირდება ავარიის ტექნიკური (ტექნოლოგიური) მიზეზები, შემდგომ ორგანიზაციული გრაფა „ვ“ - იწერება ავარიის წარმოქმნის მიზეზი და შედეგები.

გრაფა „გ“ - უჩვენებენ ელენერგიისა და თბოენერგიის დანაკლისს მათ შორის, სოფლის მეურნეობის მომხმარებლებზე (თუ ასეთი არსებობს)

ქვედა ნაწილში „პირველი ხარისხის დარღვევები, გარდა“ვ“ გრაფისა, რომელშიც იწერება დაზიანებული მოწყობილობის (თუ ასეთი არსებობს) სახეობა და ტიპი, აგრეთვე დაზიანების ხასიათი ქვედანაწილის ბოლოს გამოყავთ ჯამი. ქვედანაწილში II ხარისხის დარღვევები, აკეთებენ ჩანაწერს და ჩასვამენ მათ საერთო (მათ შორის სოფლის მომხმარებლებს).

იხილეთ დანართი №2 ფორმა 16 ენერგო.

დანართი 1

8. ავარიის გამოკვლევის შედეგების გაფორმების წესი

ავარის გამოკვლევის შედეგები იბეჭდება 208 X295 მმ ზომის ფურცლებზე, ქვემო მოყვანილი ფორმის მიხედვით:

1. საწარმოო ენერგეტიკული გაერთიანება-დეპარტამენტი საქენერგო.

2. ენერგეტიკული საწარმო-საწარმოს (ან გაერთიანების დასახელება) რომელშიც მოხდა ავარია.

3. დარღვევათა გამოკვლევის აქტი-უჩვენებენ აქტის ნომერს.

4. დარღვევის წარმოქმნის თარიღი და დრო-უჩვენებენ ავარიის წარმოქმნის დროს და თარიღს.

5. დარღვევის სააღრიცხვო ნიშანი-უჩვენებენ დარღვევის ნიშნებს (სიტყვებით) და გამოკვლევის თაობაზე ინსტრუქციის შესაბამისი პუნქტის ნომერს.

6. ავარიის გამომკვლევი კომისიის შემადგენლობა-უჩვენებენ ბრძანებებს ნომერს, თავმჯდომარე-გვარი, ინიციალები, თანამდებობა.

კომისიის წევრები-გვარი, ინიციალები და თანამდებობა.

7. დარღვევის წარმოქნამდე ენერგოსისტემის (ან ობიექტს) მუშაობის რეჟიმის აღწერა-აღწერენ მუშაობის ავარიის წინა რეჟიმს, მოწყობილობის შემადგენლობას და ენერგოკვანძის ძირითად პარამეტრებს შეკეთებაში მყოფ ენერგოდანადგარებს, რეჟიმურად გამორთულ ელგადამცემ ხაზებს და მარქაფში მყოფ ელმოწყობილობებს.

8. დარღვევის დაწყების, განვითარების მიმდინარეობის აღწერა და ლიკვიდაცია-ქრონოლოგიური წესით აღწერენ დარღვევის წარმოქმნას, განვითარებას და ლიკვიდაციას, აგრეთვე მოვლენათა შორის მიზეზობრივ კავშირს, უჩვენებენ ავარიული რეჟიმის ლიკვიდაციის დროს და თარიღს.

9. ენერგიის დანაკლისი და გამომუშავებული ელენერგია უჩვენებენ ელ-ენერგიის დანაკლისის სიდიდეს (თბოენერგიის) ათასი კილოვატ/სთ-ი, გრამკალორია.

უჩვენებენ გამომუშავებული ენერგიის სიდიდეს (ელექტროთბოენერგიის) ათასი კილოვატ-საათი, გრამკალორია.

10. დარღვეის წარმოქმნისა და განვითარების მიზეზები, აგრეთვე ექსპლოატაციის, რემონტის, პროექტის, მოწყობილობის კონსტრუქციის და დამზადების, საამშეებლო და სამონტაჟო გასამართი სამუშაოების ნაკლოვანებები, რამაც ხელი შეუწყონ დარღვევის წარმოქმნასა დაგანვითარებას ან ხელი შეუწყოს მის ლოკალიზებას-გადმოსცემენ დარღვევის წარმოქმნისა და განვითარების ყველა მიზეზის (მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილის) ლაკონურ სიტყვიერ ფორმულირებებს, აქვე უნდა იყოს ამ მიზეზების ტექნიკური ახსნა.

11. დარღვევათა კლასფიკაცია, მათი წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების მიხედვით ცალკე სტრიქონით უჩვენებენ საკვალიფიკაციო ნიშნებს პირველად უჩვენებენ 3.3.10, 3.4.7.3.4.1.

12. პასუხისმგებელი პირები (უშუალოდ დამნაშავე პირები-უჩვენებენ ავარიის წარმომქნაში და განვითარებაში უშუალო დამნაშავე პირებს, შეიძლება იყოს ოპერატიული პერსონალი, სარემონტო პერსონალი ან ხელმძღვანელობა.

13. დაზიანებული მოწყობილობების და კვანძების ჩამონათვალი-ჩამონათვლიან დაზიანებული კვანძებისა და მოწყობილობის დასახელებას.

14. მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების ძირითადი ღონისძიებები-უჩვენებენ მხოლოდ მოცემულ საწარმოში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების ღონისძიებებს, სადაც მიუთითებენ შემსრულებლებზე და შესრულების ვადაზე, საჭიროების    უჩვენებენ             რეკომენდაციებსაც ტიპობრივი   საპროექტო გადაწყვეტილებისა და დარგობრივი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შეცვლის თაობაზე.

15. აქტზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი-უჩვენებენ დასახელებას ყველა იმ საბუთისას, რაც აქტს თან აქვს დართული მაგალითად,ოპერატიული ჟურნალიდან ამონაწერი სხვადასხვა პერონალის ახსნა-განმარტება, სარელეო დაცვის და ავარიისსაწინააღმდეგო ავტომატიკის მოქმედებაზე დასკვნა ენერგოკვანძის (სადაც მოხდა ავარია) ცალხაზოვანი ელექტრული (ან თბური) სქემა,ფოტოსურათი, ცნობა ზარალის შესახებ (მან-ბში) ცნობა ელენერგიის დანაკლისისა და გამოუმუშავებელი ელენერგიის შესახებ და სხვა.

16. აქტზე კომისიის წევრების და თავმჯდომარის ხელმოწერა-უჩვენებენ გვარებს, ინიციალებს -თავ-რე და კომისიის წევრებისას.

 

დეპარტამენტ „საქენერგოს“                          „ტექზედამხედელობის ინსპექციის

თავმჯდომარის I მოადგილე                                  უფროსის მოადგილე

მაყაშვილი                                                             დ. ყარაულაშვილი

28.09.1995 წ.                                                                    27. სექტემბერი 1995წ.