„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.43.048.016022
96
28/10/2019
ვებგვერდი, 29/10/2019
010320040.43.048.016022
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №96

2019 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

მუხლი 1

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, შეფასების, წოდებების მინიჭების, მოსამსახურის კარიერული განვითარების, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურში მიღების შემდეგ პირი დებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცს, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით.“;

გ) 29-ე  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამსახურის უფროსი, ამ მუხლის მე-2 ნაწილის  “, „“, „“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი  დასკვნის გათვალისწინებით.“;

დ)   35-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე) შეფასების შედეგების შესაბამისად;“;

ე) მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  შეფასების შედეგების მიხედვით ;“;

ვ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. განსაკუთრებულ დამსახურებად იჩნეულ იქნეს სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, სადაზვერვო დავალების წარმატებით შესრულება ან/და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.“;
ზ) 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შეფასების შედეგი.“;

თ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე, სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი ორი თვის განმავლობაში მას შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით, რა დროსაც უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება სრულად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსილევან იზორია