„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 206/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016415
206/04
30/10/2019
ვებგვერდი, 31/10/2019
220010040.18.011.016415
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №206/04

2019 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 22-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 5 ნოემბრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

„მუხლი 8. გარდამავალი დებულება

დაევალოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, არაუგვიანეს 2020 წლის 1 მარტისა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ დებულების მოთხოვნებთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე