ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016364
11
25/10/2019
ვებგვერდი, 29/10/2019
010260000.35.144.016364
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – 2019 წლის 23 ოქტომბერი ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნას ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ნოემბრის №34 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260000.35.144.016302) და დადგენილების  დანართი №1-ის  მე-3 მუხლის „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას: საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ დარღვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში  (გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული 1961−198-ე მუხლებისა), საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, ან/და უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ აღნიშნული საკითხების ორგანიზებას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი