დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.151.016291 |
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებლი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1) და თანდართული ფორმები (ფორმა №1.№2,№3,№4). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის №12 დადგენილება (ვებგვერდი 01/08/2019 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016281 ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული უძრავ/ მოძრავი ქონება, მცირეფასიანი აქტივები) ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია. 4. დაწესებულების ხელმძღვანელი – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი. 5. საინვენტარიზაციო კომისია – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული და გამოუყენებლი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. მუხლი 3. ჩამოწერის მიზნით საინვეტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტერის (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის) და სხვა წევრებისგან, ხოლო არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისაგან. საინვენტარიზაციო კომისიას, ევალება დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერა. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები (აუდიტორი ან შესაბამისი ექსპერტი). 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ავსებს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (ფორმა №1, ფორმა №2) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (ფორმა №3), ასევე, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო), ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 6. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა- ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. მუხლი 4. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა 1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ფორმა №3-ის საფუძველზე, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) აისახება ბალანსში მარაგების სახით, კომისიის და/ან აუდიტის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) განკარგვას, დაწესებულება ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მერის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. მუხლი 6. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1 და/ან ფორმა №2), ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის (ფორმა №4) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. ფორმა №1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის----------------------------------------------------------- მდგომარეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) --------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. 5. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ. 5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის-----------------------------------------------------------მდგომარეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) -------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. 2. 3. 4. შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. ფორმა №3 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი 20 წლის ----------------------------------მდგომარეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მესაკუთრე, ბალანსმფლობელი) -------------------------------------------------------
1. ექსპლუატაციაში შესვლის / გამოშვების/ წელი ------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ა) ---------------------------- ბ) ---------------------------- გ) --------------------------------------
ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ბ.ა. ფორმა №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტი
ლიკვიდაციის შედეგი ........................................................................................................... 20 წ. ----- ------------------------------ კომისიის თავმჯდომარე: თავმჯდომარის მოადგილე: ბუღალტერი: კომისიის წევრები: ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი: ბ.ა. ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა --------------: (..........................................................). | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები