დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 28/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.72.084.016009 |
9
28/10/2019
ვებგვერდი, 28/10/2019
010100000.72.084.016009
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
|
„პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 2 ივლისის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016002) და ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხევაში, თუ ინსპექტირების ობიექტია ფიზიკური პირი, საჯარო ან კერძო დაწესებულება (გარდა ამ წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა), შემოწმების დასრულების შედეგად, შემოწმების ოქმისა და შემოწმების შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინსპექტირების დასრულების შესახებ ინსპექტორის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებასა და ინსპექტორისათვის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის) დასამტკიცებლად წარდგენას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები