„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 28/10/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016008
8
28/10/2019
ვებგვერდი, 28/10/2019
010100000.72.084.016008
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №8

2019 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 22 მაისის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23.05.2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.72.084.016001) დამტკიცებულ დებულებაში და დებულების:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინსპექტორის ინიციატივით საჯარო (გარდა სამართალდამცავი ორგანოებისა) და კერძო სექტორის, ასევე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით შემოწმების (ინსპექტირების) დაგეგმვა და ჩატარება, შემოწმების (ინსპექტირების) ოქმის შედგენა და შემოწმების  (ინსპექტირების) ოქმის საფუძველზე, შემოწმების (ინსპექტირების) დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ინსპექტორისათვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;“.

3. 192 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთის სამმართველოსა და დასავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია