საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016319
24
25/10/2019
ვებგვერდი, 31/10/2019
300280000.16.009.016319
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 31 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“;

ბ) 251 მუხლის:

ბ.ა) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახალი მომხმარებლის ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსაგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური.“;

ბ.ბ) მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების“ საფასური წესების 27-ე მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“;

 ბ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელდეს:

ა) არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში – დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ახალი მომხმარებლის მიერთების  ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შიდა ქსელის გავლით გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას – იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის შესაბამის მომსახურებაზე;

გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში.“.

2. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 31 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც განაწილების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“.

3. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 31 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა.

42. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც წყალმომარაგების ლიცენზიატმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული  ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს წყალმომარაგების ლიცენზიატს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2020  წლის 1 იანვრიდან.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი