„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016414
203/04
25/10/2019
ვებგვერდი, 28/10/2019
220010040.18.011.016414
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №203/04

2019 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის №162/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/12/2017; ს/კ: 220010040.18.011.016260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:

„ქ) ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22);

ღ) ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23).“

ბ) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები:

„მუხლი 251. ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22)

1. ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საკრედიტო ვალდებულებების ჩამოწერა (გარესაბალანსოზე გატანა) და ვალის პატიება განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.

2. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ ჩამოწერილი საკრედიტო ვალდებულებების შესახებ, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო დავა ან სააღსრულებო წარმოება.

3. ფორმაში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.

4. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ, რომელთა მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 30 000 ლარს (1 პირზე, ჯამურად ან/და ინდივიდუალურად), ჩამოწერის/პატიების თარიღში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

5. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი/ნაპატიები პროცენტის და ჯარიმის შესახებ.

6. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტის თანხის შესახებ, თუ იმავე საანგარიშო პერიოდში კრედიტი სრულად დაიფარა. თუ კრედიტი ნაწილობრივ დაიფარა იმავე საანგარიშო პერიოდში, ფორმაში აისახება მხოლოდ დარჩენილი (ჩამოწერილი) საკრედიტო ვალდებულების მოცულობა.

7. ფორმაში ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, თითოეული კლიენტის მიხედვით.

მუხლი 252. ინფორმაცია ვალის გადაკისრების შემთხვევების შესახებ (ფორმა №23)

1. ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა ვალის გადაკისრებაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდში, ასევე, იმ პირების შესახებ, რომლებზეც განხორციელდა ვალის გადაკისრება.

2. ფორმაში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.

3. ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ გადაკისრებული ვალდებულებების შესახებ, რომელთა მოცულობა აღემატება 30 000 ლარს (1 პირზე, ჯამურად ან/და ინდივიდუალურად).

4. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია პროცენტის და ჯარიმის შესახებ.

5. ფორმის მიზნებისთვის, ვალის გადაკისრებად არ განიხილება თავდების მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევები, ასევე, ფორმაში არ აისახება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეზე კრედიტის გადაფორმების შემთხვევები.“

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს თანდართული რედაქციის „ფორმა №22“ და „ფორმა №23“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე