„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017835
215/ნ
28/10/2019
ვებგვერდი, 29/10/2019
040030000.22.022.017835
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №215/ნ

2019 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, № 117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001)  და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, მონიტორინგის განხორციელების გზით კონტროლს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დაცვას;

ბ) შეიმუშავებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს და ზრუნავს მათ მუდმივ სრულყოფაზე;

გ) უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვასა და განვითარებას;

დ) შეიმუშავებს და ავითარებს უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებს. ამ მიზნით, შეუძლია შექმნას დარგობრივი საბჭოები/სამუშაო ჯგუფები;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის კულტურის განვითარების მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ახორციელებს განმავითარებელ შეფასებებს, მართავს ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს;

ვ) ეწევა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმავს და ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს;

ზ) ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას;

თ) ამოწმებს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ენობრივ სისწორეს;

ი) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;

კ) ახორციელებს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციას;

ლ) ადმინისტრირებას უწევს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ნ) უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას;

ო) უზრუნველყოფს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ცენტრის ინფორმაციულ უსაფრთხოებას;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურებისა და სამმართველოების მეშვეობით. სტრუქტურული ერთეული – სამსახური შესაძლებელია შედგებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან – სამმართველოების სახით.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

გ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

დ) კვალიფიკაციების განვითარების სამსახური;

ე) საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

თ) საქმისწარმოების სამმართველო;

ი) შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

კ) ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო;

ლ) შიდა აუდიტის სამსახური;

მ) ხარისხის სკოლა (სამსახური); 

ნ) სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური.

3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე, დამატებით შესაძლოა განისაზღვროს ცენტრის დირექტორის ბრძანებით და საჭიროების შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის შიდა დებულებით.

4. ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფის ფუნქციას, გარდა ამ დებულებით მათთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურთან თანამშრომლობა;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;

გ) საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ცენტრში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირება, შესაბამის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის წინადადებების შემუშავება;

ვ) ცენტრის ფუნქციებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება;

თ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

5. ცენტრის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

6. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველო;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველო.

2. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელება და განვითარება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცესის ადმინისტრირება;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების  მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს ინფორმაციით უზრუნველყოფა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელება, ავტორიზაციის პროცესის სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშეწყობა და ამ მიზნით ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება, მათ შორის, ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის ხელშეწყობა;

ე) ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის განხორციელება, აკრედიტაციის პროცესის სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშეწყობა და ამ მიზნით ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება, მათ შორის, აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის ხელშეწყობა;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა წარმოადგენს:

ა) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელება და განვითარება, მათ შორის, მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების, პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამის განმახორციელებლი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატების, სტუდენტთა ზღვრული ოდენობის გაზრდის  პროცესის განხორციელება, ამ პროცესის სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშწყობა;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინფორმაციის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვა/სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის მიწოდება;

ვ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, საბჭოს აპარატის ფუნქციების შესრულება;

ზ) პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, ასევე პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების პროცესის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ პროცესის სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

თ) პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტებისა და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშეწყობა;

ი) პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

კ) პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით შექმნილი ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ავტორიზაციის და აკრედიტაციის, მოსწავლეთა ზღვრული ოდენობის გაზრდის პროცესის განხორციელება, ამ პროცესების სანდოობისა და მათი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავების ხელშეწყობა;

გ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

დ) ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;

ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ვ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. კვალიფიკაციების  განვითარების  სამსახური

კვალიფიკაციების  განვითარების  სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა წარმოადგენს:

ა) ეროვნული  კვალიფიკაციების  ჩარჩოსა  და  სწავლის  სფეროების  კლასიფიკატორის  შემუშავების და განვითარების პროცესის მართვა;

ბ) სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით, სწავლის შედეგების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონესთან შესაბამისობის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება;

გ) კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და განვითარების პროცესების მართვა;

ე) კვალიფიკაციების შექმნის/განვითარების მიზნით და სწავლის სფეროების ფორმირებასთან  დაკავშირებული დასკვნების მომზადება;

ვ) ელექტრონული კვალიფიკაციების პლატფორმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) პროფესიული დარგობრივი საბჭოებისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის შემუშავება;

ი)  საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება, კვალიფიკაციების განვითარების მიზნით;

კ) სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება.“.

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახური

1. საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სამმართველო;

ბ)  საქართველოში მიღებული განათლების  დადასტურების/აღიარების სამმართველო.

2. საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებს, გარდა მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელთან (ENIC/NARIC Network) კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდება.

3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების  სამმართველოს ფუნქციებია:

ა) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცესის განხორციელება;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის/განმცხადებლებისათვის კონსულტაციების გაწევა;

გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცესის განხორციელება;

4. საქართველოში მიღებული განათლების  დადასტურების/აღიარების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცესების განხორციელება;

ბ) საქართველოში მიღებული განათლების აღიარების პროცესების განხორციელება;

გ) უმაღლესი/პროფესიული განათლების შესახებ კანონებით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;  

დ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცესის განხორციელება;

ე) განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშების (პროექტები) ენობრივი სისწორის შემოწმება;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის/განმცხადებლებისათვის კონსულტაციების გაწევა.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. იურიდიული სამსახური

1. იურიდიული სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სამართალშემოქმედების სამმართველო;

ბ) დავების სამმართველო.

2. იურიდიული სამსახურის ფუნქციებს, გარდა მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებისა, და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა წარმოადგენს:

ა) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) ცენტრის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი კონსულტირება და მხარდაჭერა.

3. სამართალშემოქმედების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრის შინაგანაწესისა და ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდასამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ნორმატიული ბაზის სრულყოფა;

გ) ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა სამართლებრივი კუთხით;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება.

4. დავების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დადგენილი წესით ცენტრის წარმომადგენლობა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ბ) დადგენილი წესით ცენტრის წარმომადგენლობა  სასამართლოში.“.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრის საკადრო პოლიტიკის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტებით დადგენილი წესით;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განხორციელება;

დ) ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება, შრომითი ხელშეკრულებების პროექტის მომზადება;

ე) საკადრო შინაარსის დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

ვ) თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და მართვა;

ზ) თანამშრომელთა შეფასების და მოტივაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;

ი) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევა, გეგმის შემუშავება, ასევე პროფესიული განვითარებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;

კ)  თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება/დახვეწა და განვითარება;

ლ) თანამშრომელთა სამსახურში ადაპტაციის პროცესის კოორდინირება და მათი მხარდაჭერა;

მ) თანამშრომელთა კორპორატიული  კულტურის ამაღლებისა და პროფესიული   განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;

ნ) სტაჟირების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;

ო) თანამშრომელთა მიერ ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ჟ) თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება.“.

11. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საქმისწარმოების სამმართველო

საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად;

ბ) ცენტრის საქმისწარმოების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის რეაგირების მიზნით;

გ) ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად საარქივოდ მომზადებული დოკუმენტაციის შემოწმება და ჩაბარება, არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

დ) ცენტრის ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება.“.

12. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური

შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად სახელმწიფო და სხვა სახის შესყიდვების (შემდგომში – შესყიდვები) დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) შესყიდვების პროცესების მონიტორინგი და ანალიზი;

გ) შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და ამ ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი;

დ) ანგარიშების წარდგენა მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებით;

ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების შესაბამისად ცენტრის მატერიალურ - ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, მომარაგება, შენახვა, განაწილება, აღრიცხვა, მოვლა და განახლება;

ვ) საწყობის მართვა;

ზ) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის   დაგეგმვა და განხორციელება;

თ) ცენტრის ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, ასევე მძღოლების მიერ საკუთარი მოვალეობების დადგენილი განრიგის შესაბამისად, შესრულების მონიტორინგი;

ი) საკომუნიკაციო და ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) ცენტრის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობა.“.

13. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო

ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს  ფუნქციებს,  გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრის მიმდინარე ფინანსური საქმიანობის წარმართვა;

ბ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის მომზადება;

გ) ცენტრის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;

დ) ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და ბალანსის შედგენა;

ე) ცენტრის პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი;

ვ) ცენტრის მომსახურების საფასურების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ცენტრის ფინანსური ანგარიშების მომზადება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ქონების მიღება/გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა.“.

14. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა  აუდიტის  სამსახურის  ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად აუდიტის განხორციელება;

ბ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება / მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება;

გ)  კომპეტენციის  ფარგლებში  ცენტრის  სტრუქტურული  ერთეულების  მხარდამჭერი ღონისძიებების  დაგეგმვა  და განხორციელება მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;

ე) ცენტრში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და ცენტრის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენა, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და დირექტორისათვის წარდგენა;

ვ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ   შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.“.

15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ხარისხის სკოლა (სამსახური)

ხარისხის სკოლის (სამსახური) ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული – ხელშემწყობი ღონსძიებების განხორციელების მიზნით,  საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექსპერტთა კორპუსის წევრების, საბჭოს წევრების (გარდა საკოორდინაციო საბჭოსი) და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, კონსულტაციები და სხვა) დაგეგმვა და ორგანიზება;   

ბ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ექსპერტთა მუშაობის შეფასების კითხვარების ფორმის მიხედვით შესაბამისი პირების მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე, ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისათვის წარდგენა;

გ) საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მათი განხორციელების გზების დასახვა;

დ) ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა;

ე) ევროკავშირისა  და  განათლების  სფეროში  მისი  პოლიტიკის  შესახებ  ცნობიერების  ამაღლებისაკენ  მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების/პროცედურების განვითარების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;

თ) განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;

ი) განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებასთან დაკავშირებული კვლევების საჭიროების დადგენა, ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით კვლევების ინიცირება და მათი განხორციელების კოორდინაცია.“.

16. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური

1. სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველო;

ბ) სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო.

2. სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინტერნაციონალიზაციის სამსახურის ფუნქციებს, გარდა მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და პროგრამებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება/მოზიდვა;

ბ) ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროექტების/პროგრამების მართვა და კოორდინაცია;

გ)  საჭიროებისამებრ, ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი, შესაბამისი განაცხადების მომზადების პროცესის კოორდინირება და განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების მართვა/კოორდინაცია;

დ) ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;

ე) საქართველოში ბოლონიის პროცესის კოორდინირება/მონიტორინგი და მისი ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობა;

ვ) ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან;

ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეფასების პროცესების კოორდინაცია;

თ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება.

3. სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განვითარება, განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ბ) ცენტრში მართვის ახალი მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

გ) ცენტრის სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

დ) ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების შემუშავების წესის განსაზღვრა და ანგარიშების  მომზადების კოორდინაცია;

ე) ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში/ასოციაციებში/ქსელებში ცენტრის გაწევრიანების პროცესის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

4. სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) ცენტრის ბრენდის მახასიათებლების განვითარება და ამ მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება;

გ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

დ) ცენტრისა და ცენტრის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ცხელი ხაზის ადმინისტრირება;

ვ) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მასმედიასთან კომუნიკაციის,  ცენტრთან  და  ცენტრის  საქმიანობასთან დაკავშირებით  ინფორმაციის გაცემის პროცესის ორგანიზება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-8 მუხლის „ვ“-„კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-8 მუხლის „ვ“-„კ“ ქვეპუნქტებისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი