„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესპუბლიკური საბარათო და განცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესპუბლიკური საბარათო და განცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 16.01.134
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 14/04/1995
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.066
16.01.134
14/04/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 14/04/1995
020.012.000.066
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესპუბლიკური საბარათო და განცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის

დადგენილება №16.01.134

1995 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესპუბლიკური საბარათო და განაცხადის გადამამუშავებელი  სააუქციონო ცენტრის

დებულება


1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რესპუბლიკური საბარათო და განაცხადების გადამამუშავებელი სააუქციონო ცენტრი (შემდგომში – „ცენტრი“) შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 მარტის №63 ბრძანებულებით და წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. ცენტრი არის იურიდიული პირი, აქვს ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ბლანკი, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბითა და საკუთარი სახელწოდებით.

1.3. ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით და განკარგულებებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

2. ცენტრის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა

2.1. ცენტრის ფუნქციებია:

  • რესპუბლიკაში საბარათო აუქციონების ჩატარების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;

2.2. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების მეშვეობით:

  • განცხადების მიმღები პუნქტების შექმნა საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში;
  • განცხადების მიმღებ პუნქტებში ჩაბარებული საპრივატიზაციო ბარათების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და შენახვა;
  • განაცხადის ფორმებიდან კომპიუტერის დისკეტაზე ჩაწერილი მონაცემების თითოეული რეგიონალური სააუქციონო ცენტრიდან რესპუბლიკურ ცენტრში ჩამოტანა, გადამუშავება და შედეგების შეჯამება.

2.3. წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აუქციონის შედეგები დასამტკიცებლად.

2.4. საინფორმაციო სარეკლამო საქმიანობის განხორციელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით.

2.5. მოაწყოს სემინარები, დისკუსიები, პრესკონფერენციები;

2.6. მოამზადოს ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან და წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხელმოსაწერად.

3. ცენტრის უფლებები და მოვალეობები

3.1. თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საბარათო აუქციონის ჩატარების წესს;

  • გაიტანოს საბარათო აუქციონზე იმ საწარმოთა აქციები, რომლებსაც მას ამ მიზნით გადასცემს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო;
  • საბარათო აუქციონის ჩატარების წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკითხს განიხილავს სასამართლო და ცენტრი მოქმედებს მისი გადაწყვეტილების შესაბამისად.
  • ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან აუქციონის ჩატარების წესების უხეში დარღვევისას დაისვას საკითხი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მასობრივი პრივატიზაციის პროექტის წინაშე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ფულადი ანაზღაურების შემცირების ან კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე.
  • აუქციონზე გასატანი საწარმოს ხელმძღვანელობისაგან მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია ამ საწარმოს შესახებ.
  • განიხილოს და მიიღოს ზომები კერძო და იურიდიული პირებისაგან შემოსული საჩივრების დასაკმაყოფილებლად.
  • შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ სააუქციონო პროცედურის სარევიზიო სამუშაოების ჩატარების რეგლამენტი.

3.2. ცენტრის ყველა თანამშრომელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას საბარათო აუქციონებზე შემოტანილი განაცხადების შესახებ ინფორმაციისა და აუქციონთან დაკავშირებული სხვა მონაცემების კონფიდენციალობა.

3.3. სისტემატურად აკონტროლოს ცენტრის, რეგიონალური ცენტრებისა და განაცხადების მიმღები პუნქტებს მუშაობა.

4. ცენტრის სტრუქტურა

4.1. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის ხელმძღვანელი მმართველი აპარატის მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს ამტკიცებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია.

4.2. ცენტრის ხელმძღვანელი წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია მის მუშაობაზე, იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წინაშე.

4.3. ცენტრს უშუალოდ ექვემდებარებიან რეგიონალური საბარათო სააუქციონო ცენტრები (შემდგომში რეგიონალური ცენტრები): ქ. თბილისში – აღმოსავლეთის ზონა, ქ. ქუთაისში – დასავლეთის ზონა, ქ. ბათუმში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზონა, რომელთა დაქვემდებარებაშიც შედის შესაბამის ზონებში განლაგებულ ქალაქებსა და რაიონებში შექმნილი საპრივატიზებო ბარათების მიმღები პუნქტები.

  • თბილისის რეგიონალური საბარათო სააუქციონო ცენტრი იმყოფება ორმაგ-საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (ცენტრის მეშვეობით) და ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში.
  • რეგიონალური ცენტები არ არიან იურიდიული პირები, აქვთ ბეჭედი და შტამპი საკუთარი სახელწოდებით.

4.4. ცენტრი და რეგიონალური ცენტრები კონტროლს უწევენ  ტენდერში გამარჯვებული ფირმების მუშაობას.

4.5. ცენტრისა და რეგიონალური ცენტრების საშტატო განრიგს ამტკიცებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

4.6. ცენტრის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილისა და რეგიონალური ცენტრების ხელმძღვანელების დანიშვნა ხდება სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო მათი აპარატის თანამშრომლებს ნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი.

5. ცენტრის ქონება და ფულადი სახსრები

5.1. ცენტრს აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც მას გადასცემს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მასობრივი პრივატიზაციის პროექტის შესაბამისად.

  • ცენტრის ფულადი სახსრები შედგება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ და მსოფლიო ბანკის მასობრივი პრივატიზაციის პროექტის შესაბამისად ჩარიცხული თანხებისა და სხვა სახსრებისაგან.

5.2. ცენტრის საქმიანობის დაფინანსება ხდება პრივატიზებიდან შემოსული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კუთვნილი თანხებიდან და მსოფლიო ბანკის მასობრივი ქონების მართვის სამინისტროს კუთვნილი თანხებიდან და მსოფლიო ბანკის მასობრივი პრივატიზაციის პროექტის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი მიზნობრივი გრძელვადიანი სესხიდან.

5.3.ცენტრი აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ცენტრის ლიკვიდაცია

6.1. ცენტრის ლიკვიდაცია ხდება სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით.

6.2. სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

6.3. ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის ბალანსზე რიცხული ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს.