,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 24/10/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 16/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016320
16
24/10/2019
ვებგვერდი, 25/10/2019
010340000.32.057.016320
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2019 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაწესებულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების  საქვეუწყებო დაწესებულებები;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.

1. სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.

2. სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წესს განსაზღვრავს საბჭო.

3. სტაჟიორის მიღება უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აგრეთვე კონკურსის გავლის გარეშე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე