დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1072 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016601 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/03/2019, 040030000.22.023.016578) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების: |
1. მე
-3 მუხლ
ის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეთა ინვენტარიზაციის, სატაქსაციო და მოვლა-აღდგენის ღონისძიების (მოვლითი და სანიტარიული ჭრების, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, ტყის პათოლოგიური გამოკვლევის და სხვა) განხორციელება და მოჭრილი მერქნული რესურსის სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად“. |
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ლ) სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეთა ინვენტარიზაციის და მოვლა-აღდგენის ღონისძიების განხორციელება, მოჭრილი მერქნული რესურსის დასაწყობება და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები