დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტრონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.32.061.016288 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტრონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №28 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 29/09/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.32.061.016155) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო - 3(სამი) ერთეული;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტო“ – 1(ერთი) ერთეული;“. 3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი – 1(ერთი) ერთეული;“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები