შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/20872-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 09/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/20872-19
09/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმის №330210319003155226 (2/20872-19)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

    გაუქმების შესახებ

2019 წლის 09 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ანა ჩოგოვაძე


განმცხადებელი – შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“

მოთხოვნა – მოვალის გაკოტრება (საქმის წარმოება)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების   საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ წარმომადგენელმა დავით ტუკვაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება.

2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

2019 წლის 22 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 29 აგვისტოს. ამასთან, განჩინება გაგზავნილ იქნა განმცხადებლის მიერ მითითებული კრედიტორის – შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ მისამართზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგი“ (ს/კ 404910888) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ჯორჯიან მედია კონსალტინგის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                     ანა ჩოგოვაძე