„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 04/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016579
143
22/10/2019
ვებგვერდი, 25/10/2019
010250020.35.160.016579
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №143

2019 წლის 22 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს № 9 დადგენილების (www.matsne.gov.ge  12.08.2014 წ.,010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის   დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური;“;

ბ)   დანართის  მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დამუშავება; მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმება ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 70-ე მუხლით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სხვა მოთხოვნების შესაბამისად; ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და დამუშავება; მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ  სხვა საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება  და  შესაბამისი წინადადებების/გადაწყვეტილებების მომზადება/მიღება. ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო  დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა; პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესებით მშენებლობის ობიექტის შემოწმება, მშენებლობის პროცესში დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, რუსთავის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2019 წლის 4 ნოემბრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი