„სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

„სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 13/01/1995
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 22/05/1995
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.059
4
13/01/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 22/05/1995
090.012.000.059
„სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 4

1995 წლის 13 იანვარი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინიტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ შემუშავებული იქნა ინსტრუქცია „სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების წესის შესახებ“.

საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილების მოთხოვნათა შესრულების პროცედურის მოწესრიგების მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

I. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ შემუშავებული ინსტრუქცია სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების საქმეთა წარმოების წესის შესახებ" ( თან ერთვის).

2. დაევალოს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს ბატონ ბ. ბეგიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევების საქმეთა წარმოების, მათი განხილვის, ამ საქმეთა ირგვლივ დადგენილებათა გამოტანის, ადმინისტრაციული სასჯელის სახით ჯარიმის დადების და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაჭრისას იხელმძღვანელოს მოცემული ინსტრუქციის მოთხოვნებით და უზრუნველყოს მათი განუხრელი შესრულება.

3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში. შემსრულებელი - სასინჯი  ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი მ. ბეგიაშვილი.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. გვეტაძეს.

მინისტრი                                                                                                               დ. იაკობიძე

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების

საქმეთა წარმოების წესის შესახებ

I. ზოგადი დებულებები

I.I. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" გათვალისწინებით შესაბამისი მუხლების საფუძველზე.

I.2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეთა წარმოების, მათი განხილვის, ამ საქმეთა ირგვლივ დადგენილებათა გამოტანის, ადმინისტრაციული სასჯელის სახით ჯარიმის დადების და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაჭრის დროს სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანოებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და მოცემული ინსტრუქციით.

I.3. ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის, აგრეთვე მათი ჯართის და ნარჩენების შეგროვებისა და სახელმწიფო ფონდში ჩაბარების დადგენილი წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს იმ წარმოებათა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) თანამდებობის პირთა დაჯარიმებას, რომლებშიც წარმოებს ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების (ყველა  სახეობაში და ნაკეთობაში) გადამუშავება, გამოყენება და მოხმარება, აგრეთვე მათი გამოყენებით ოპერაციების წარმოება.

I.3.I. საწარმოთა (ორგანიზაციათა) ხელძღვანელებთან ერთად თანამდებობის პირებად ითვლებიან მუშაკები, რომელთაც საწარმოს ( ორგანიზაციის უბნებზე, საამქროებში ან სხვა ფუნქციონალურ სამსახურებში  (ბიურო, განყოფილება და სხვა) მუდმივად ან დროებით უკავიათ ორგანიზაციულ ან განმკარგულებელი ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო თანამდებობები, აგრეთვე ის მუშაკები, რომლებიც აღნიშნულ მოვალეობებს ასრულებენ ადმინისტრაციის სპეციალური უფლებამოსილებით (ბრძანებით, განკარგულებით და სხვა).

სასინჯი ზედამხედველობის ორგანოები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებენ სამხედრო მოსამსახურეებს, ან საქმეთა ორგანოების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის მუშაკებს, აღნიშნული პირების მიმართ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია მასალებს სამართალდარღვევათა შესახებ გადასცემენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინური პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად.

I.3.2.1.3 პუნქტებში ხსენებულ წესებს განსაზღვრავენ შემდეგი ნორმატული აქტები:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები,

- საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები,

- დებულებები და ინსტრუქციები, დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროში და უწყებების მიერ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

- სახელმწიფო სტანდარტები,

- დარგობრივი ინსტრუქციები, სტანდარტები და მოცემულ საკითხებზე არსებული სხვა ნორმატიული დოკუმენტები.

I.4. სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს სახელით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და დაჯარიმების უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს ერთ მინიმალურ ხელფასამდე და ფინანსთა მინისტრს ან მის მოადგილეს ხუთ მინიმალურ ხელფასამდე.

I.5. საქმის გადაწყვეტის რწმუნებით აღჭურვილ თანამდებობის პირს შეუძლია ნაკლებმნიშვნელოვანი დარღვევის ჩადენისათვის ბრალეული გაათავისუფლოს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს მითითებებს დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე.

I.6. დაჯარიმების დროს მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, მისი შედეგები, დამრღვევი პიროვნება, მისი დანაშაულის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედი  კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

I.7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება:

- ბრალეულის გულწრფელი მონანიება.

- ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების თავიდან აცილება.

- ზარალის ნებაყოფლობითი ანაზღაურება და მიყენებული ზიანის გამოსწორება.

- სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ.

- სამართალდარღვევის ჩადენა ფეხმძიმე ქალის მიერ ან ერთ წლამდე ასაკის ბავშვის დედის მიერ.

თანამდებობის პირმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად შეიძლება სხვა გარემოებებიც ცნოს.

I.8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, კერძოდ, ითვლება:

- სამართალსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელება, მიუხედავად რწმუნებით აღჭურვილი პირების მოთხოვნისა, შეწყდეს იგი.

- წლის განმავლობაში განმეორების იგივე სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც ერთხელ უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი.

- არასრულწლოვანთა ჩაბმა სამართალდარღვევაში.

-  სამართალდარღვევის ჩადენა პირის მიერ, რომელსაც ადრე ჩადენილი ჰქონდა დანაშაული.

- სამართალდარღვევათა ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ.

- სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში ან სხვა საგანგებო ვითარებაში.

I.9. პირს, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაშია მიცემული, უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამამტკიცებელი საბუთები, აღძრას შუამდგომლობა, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, სიტყვით გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს მთარგმნელის სამსახურით ან არ ფლობს ქართულ ენას, გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება პასუხისგებაში მიცემული პირის თანდასწრებით. თუ ეს პირი არ ესწრება, საქმის განხილვა შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ მას დროულად შეატყობინეს საქმის განხილვის დრო და ადგილი და თუ არ შემოუტანია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

I.10. დადგენილება დაჯარიმების შესახებ მიიღება არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო ხანგრძლივად მიმდინარე სამართალდარღვევის დროს მისი აღმოჩენიდან ორი თვის განმავლობაში.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის  საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ ბრალეულის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობისას, ჯარიმა დაეკისრება არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და თანდართული მასალები

2.I. მოცემული ინსტრუქციის I.3 პუნქტში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დგინდება საწარმოს (ორგანიზაციის) რევიზიის პროცესში ან მისი შედეგების მიხედვით, რომელიც ჩატარდება ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების (ყველა სახეობაში და ნაკეთობაში) გადამუშავების, გამოყენების, მოხმარების, მათი ჯარისა და ნარჩენების შეგროვების და სახელმწიფო ფონდში ჩაბარების, აგრეთვე მათი გამოყენებით ოპერაციების წარმოების საკითხებზე.

2.2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლიარად

დანართი N I-ში მოცემული ფორმით.

ოქმის შედგენის უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფლებამოსილ მუშაკებს.

თუ მასალები, რომელთა საფუძველზე არ აღიძრა ან შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს, ისინი იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში შესამოწმებლად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურებისას თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მისაცემად დგება ოქმი.

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტება მისი უფლება-მოვალეობანი.

2.3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი პირი და ის პირი, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ოქმს ეცნობა საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელი ან იმ პირის უშუალო ხელმძღვანელი, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა.

თუ ბრალეული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, მაშინ ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

ბრალეულს აქვს წარმოადგინოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები წერილობით, რომელიც თან ერთვის ოქმს. ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

ბრალეულის ახსნა-განმარტება და დავა ოქმის შინაარსის თაობაზე, თუ ასეთი რამ არის, აგრეთვე მათი შემმოწმებლის დასკვნა თან დაერთვის ოქმს.

ოქმს შეიძლება თან დაერთოს საქმის გადაჭრისათვის საჭირო სხვა ცნობებიც.

2.4. თუ ფაქტობრივი მონაცემები, რომელთა მიხედვით დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და თანამდებობის პირის მიერ წერილობით გადმოცემული მისი ჩადენის დამამტკიცებელი საბუთი მთლიანად ვერ შეაქვთ ოქმში, ოქმს თან დაერთვის საწარმოს (ორგანიზაციის) ცნობები, დოკუმენტის ასლები, სპეციალისტების დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. რევიზიის დამთავრებამდე შეიძლება შედგეს შუალედური აქტი, რომელიც თან ახლავს ოქმს.

რევიზიის მასალების მიხედვით შეიძლება შედგეს ერთი ან რამდენიმე ოქმი ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ.

2.5. ოქმის პირველი ეგზემპლარი საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებთან ერთად ეგზავნება სასინჯი ზედამხედველობის სახელწიფო ინსპექციის უფროსს.

ოქმის მეორე  ეგზემპლიარი გადაეცემა იმ წარმოების (ორგანიზაციის) ხელმძღვანელს, რომლის მუშაკმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა.

2.6. თუ ინსპექციის უფროსი გადაწყვეტს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჯარიმამ უნდა შეადგინოს ერთი მინიმალურ ხელფასზე მეტი, მაშინ იგი ადგენს დადგენილების პროექტის, რომელსაც სათანადო მასალებთან ერთად საქმის გადასაწყვეტად უგზავნის საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ან მის მოადგილეს.

2.7. ოქმს განსახილველად წარადგენს მისი შემდგენელი პირი სამი დღის განმავლობაში.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვა

3.1. ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე და სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფოსი საქმეს განიხილავენ მისი მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.

პირს, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, დროულად უნდა ეცნობოს საქმის განხილვის დრო და ადგილი.

3.2. საქმის განხილვისას უნდა გაირკვეს ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დამნაშავეა თუ არა ეს პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი, როგორია დაშვებული დარღვევების მძიმე შედეგები, მიყენებულია თუ არა მატერიალური ზარალი. აგრეთვე გაირკვეს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებანი.

3.3. განიხილავს რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, თანამდებობის პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

- ადმინისტრაციული სასჯელი დადება ჯარიმის სახით.

- საქმის წარმოების შეწყვეტა.

3.4. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას თანამდებობის პირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ დარღვევას თავისი ხასიათის გამო მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მას გამოაქვს დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმის ირგვლივ არსებული მასალები გადაეცემა პროკურორს, წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოს.

დადგენილების მესამე ეგზემპლარი ეგზავნება იმ საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელს, სადაც ჩადენილია სამართალდარღვევა.

3.5. დადგენილება დგება სამ ეგზემპლიარად მე-2 და მე-3 დანართში მოცემული ფორმით. მას ხელს აწერს ინსპექციის უფროსი და მოწმდება გერბიანი ბეჭედით.

3.6. დადგენილების მე-2 ეგზემპლიარი, საწარმოს (ორგანიზაციის) მეშვეობით სამი დღის განმავლობაში ხელწერილით ბარდება ან შეკვეთილი წერილით ეგზავნება პირს, რომლის მიმართ იყო იგი გამოტანილი.

დადგენილების პირველი ეგზემპლარი ინახება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში.

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დადგენილების პირველი პირი იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის

სახელმწიფო ინსპექციაში.

დადგენილების მესამე ეგზემპლარი ეგზავნება იმ საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელს, სადაც ჩადენილია სამართადარღვევა.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება

4.I. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის გამო დაჯარიმების დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს იმ პირის მიერ, ვის მიმართაც იგია გამოტანილი.

4.2. საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს დადგენილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გადაცილების შემთხვევაში, იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის მიმართაც ეს დადგენილება იყო გამოტანილი, ვადის აღდგენა შეუძლია თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი.

დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა შეაჩერებს დაჯარიმების შესახებ დადგენილების შესრულებას, საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4.3. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება შეიძლება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან.

საჩივარი ეგზავნება თანამდებობის პირს, რომელმაც დადგენილება გამოიტანა. შემოსული საჩივარი სამი დღის განმავლობაში საქმესთან ერთად გადაეცემა ადრესატს, თანამდებობის პირს, რომელიც უფლებამოსილია მისი განხილვისათვის.

საჩივარი დადგენილებაზე ან დადგენილების ძალაში დატოვების გადაწყვეტილებაზე, პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება შეიტანოს აგრეთვე რაიონის ( ქალაქის ) სასამართლოში მისი ადგილის მიხედვით.

სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

4.4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შესახებ დადგენილების და ამ დადგენილების გამო საჩივარზე გადაწყვეტილების გაპროტესტება შეუძლია პროკურორს, პროკურორის პროტესტი შეაჩერებს დადგენილების შესრულებას პროტესტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

4.5. დადგენილების გამო საჩივარს და პროტესტს განიხილავენ ათი დღის განმავლობაში მისი შემოსვლის დღიდან.

საჩივრის ან პროტესტის განხილვისას თანამდებობის პირი ამოწმებს გამოტანილი დადგენილების კანონიერებას და დასაბუთებას და იღებს ამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

- ტოვებს დადგენილებას უცვლელად, ხოლო საჩივარს ან პროტესტს დაუკმაყოფილებლად.

- აუქმებს დადგენილებას საქმეს აგზავნის ხელახალი განხილვისათვის,

- აუქმებს დადგენილებას და წყვეტს საქმეს.

- ცვლის ჯარიმის ოდენობას საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებულ ფარგლებში ისე, რომ ჯარიმა არ გაიზარდოს.

დადგენილებაზე საჩივრის ან პროტესტის გამო გადაწყვეტილების ასლი სამი დღის განმავლობაში ეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იგი გამოიტანეს.

პროტესტის განხილვის შედეგები ეცნობება პროკურორს.

5. დაჯარიმების შესახებ დადგენილების შესრულება

5.1. დადგენილება ადმინისტრაციული სასჯელის დარღვევაზე ჯარიმის სახით წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს  და მისი შესრულება სავალდებულოა საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირთათვის.

5.2. ჯარიმა ექვემდებარება გადახდას ნებისმიერ ბანკში  როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით მითითებულ რეკვიზიტებზე დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.

დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში კი - არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.

5.3. დადგენილების ნებაყოფლობითი შესრულებისას ბრალეული საბანკო დაწესებულებაში წარადგენს დადგენილების ასლს და შეიტანს ჯარიმის თანხას. მას ეძლევა ქვითარი, რომელსაც წარადგენს საწარმოს (ორგანიზაციის) ბუღალტერიაში. ამ ქვითრის საფუძველზე ბუღალტერია ავსებს დადგენილების მოსახევ ნაწილს, ამოწმებს გერბიანი ბეჭდით და უგზავნის სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას.

5.4. თუ ბრალეული დაწესებულ დროში არ გადაიხდის ჯარიმას, მაშინ სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია საწარმოში (ორგანიზაციაში) აგზავნის წერილს ჯარიმის იძულებითი გადახდის მოთხოვნით.

ჯარიმის თანხის სრულად გადახდის შემდეგ საწარმოს (ორგანიზაციის) ბუღალტერია ამის შესახებ აცნობს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას, როგორც ეს ხდება ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდის დროს.

5.5. თუ საწარმოს (ორგანიზაციის) ბუღალტერია ჯარიმის თანხას ხელფასიდან არ აკავებს ან ასეთი დაკავება შეუძლებელია, მაშინ ჯარიმის გადახდა ხდება სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე. ამ მიზნით ჯარიმის დროულად გადახდის მაკონტროლებელი ორგანო (სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია) დადგენილების თავისი ეგზემპლიარის მოსახევ ნაწილში უთითებს თავის მისამართს და დადგენილების ამ ეგზემპლიარს აგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოში სამართალდამრღვევის  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამ შემთხვევაში მაკონტროლებელ ორგანოში რჩება დადგენილების ასლი.

5.6. ჯარიმები, დაკისრებული საქართველოს პარლამენტის I994 წლის 17 მარტის დადგენილების "საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ" ჩაირიცხება ფიზიკურ პირზე ადგილობრივ ბიუჯეტში, იურიდიულ პირზე საწარმოს (ორგანიზაციის) დაქვემდებარების მიხედვით რესპუბლიკურ ან ადგილობრივ ბიუჯეტში.

5.7. დადგენილება დაჯარიმების შესახებ, თუ იგი არ წარადგინეს სამი თვის განმავლობაში მისი გამოტანის დღიდან, შესრულებას არ ექვემდებარება.

დადგენილების შესრულების შეჩერების შემთხვევაში მოცემული ვადა შეჩერდება საჩივრის ან პროტესტის განხილვამდე.

5.8. ჯარიმის დროულად გადახდის კონტროლს ახორციელებს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

5.9. დაჯარიმების შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვით ჯარიმის თანხა გადახდილია მთლიანად, ითვლება შესრულებულად. იგი შეიძლება მოიხსნას კონტროლიდან, როცა კი მიიღებენ:

- საწარმოს ( ორგანიზაციის) ბუღალტერიიდან დადგენილების შევსებულ მოსახევ ნაწილს ან

- სასამართლოდან - დადგენილებას, ჯარიმის გადახდის აღნიშვნით.

5.10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილებების რეგისტრაცია და ჩანაწერები ჯარიმების გადახდის თაობაზე წარმოებს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალებში მე-4 დანართში მოცემული ფორმით.

დანართი №1

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო

სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის შენახვის დადგენილი წესების დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

„------„ ----------------------------19   წ.                               -----------------------------------

                                                                                             (ოქმის შედგენის ადგილი)

ჩემს მიერ, ------------------------------------------------------------------------------------------

                                              (ოქმის შემდგენის გვარი, სახელი, მამის სახელი)

------------------------------------------------------------------------------------------------------

(მუშაობის ადგილი, თანამდებობა)

------------------------------------------------------------------------------------------------------

(ნაწარმოების და მისი ზემდგომი ორგანიზაციის დასახელება)

რევიზიის (შემოწმების) შედეგად გამოვლინდა: ---------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის დრო, ადგილი და არსი, თუ ამ დარღვევის შედეგად

------------------------------------------------------------------------------------------------------

მიყენებულია მატერიალური ზარალი, აღინიშნოს მისი ოდენობა)

ამასთან დარღვეულ იქნა:

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვეული ნორმატიული დოკუმენტებისა და პუნქტების დასახელება)

აღნიშნული დარღვევები დაშვებულია

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დამრღვევის გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა, სამუშაო

------------------------------------------------------------------------------------------------------

ადგილი, მინიმალური ხელფასის ოდენობა)

------------------------------------------------------------------------------------------------------

წინამდებარე ოქმი ეგზავნება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განსახილველად, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს  რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის  კოდექსის 1791, 2291, 239 მუხლებით (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილება, რომელიც შევიდა ძალაში 1994 წლის 23 აპრილს).

დამრღვევს განმარტებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მათი უფლება-მოვალეობანი.

--------------------------------------         --------------------      ---------------------------------

(ოქმის შემდგენლის თანამდებობა)      (ხელმოწერა)           (გვარი, ინიციალები)

--------------------------------------         --------------------      ---------------------------------

(დამრღვევის თანამდებობა)               (ხელმოწერა)               (გვარი, ინიციალები)

--------------------------------------         --------------------      ---------------------------------

(იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი       (ხელმოწერა)              (გვარი, ინიციალები)

რომლის თანამშრომელმაც ჩაიდინა

სამართალდარღვევა)

შენიშვნა:

თუ სამართალდამრღვევი პიროვნება უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება ჩანაწერი ამის შესახებ. ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საფუძველს საქმის შეწყვეტისათვის.

სამართალდამრღვევი პიროვნება უფლებამოსილია წარმოადგინოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ განმარტებები და მოტივები (ეს დოკუმენტები თან დაერთვის ოქმის ყველა ეგზემპლიარს).

დანართი №2

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

დადგენილება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე

N----

„------„ -------------------------- 19  წ. ---------------------------------------------------

                                                                    (დადგენილების გამოტანის ადგილი)

მე, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსმა ------------------------------------------------------------

                                                                                       (გვარი, სახელი, მამის სახელი)

განვიხილე რა ------------------------------------------------------------------------------------

                                                   (ოქმის შემდგენის თანამდებობა, გვარი, ინიციალები)

მიერ 19 წ. „-----„ ----------------------- შედგენილი ოქმი და თანდართული მასალები

------------------------------------------------------------------------------------თანამშრომლის

              (წარმოებისა და მისი ზემდგომი ორგანიზაციის დასახელება)

-----------------------------------------------------------------------------------------------მიერ

                                      (თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)

ძვირფასი ლითონების და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის დადგენილი წესების დარღვევის შესახებ,

დავადგინე ----------------------------------------------------------------------------------------

(საქმის განხილვის დროს დადგენილი დარღვევის არსი)

------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გადაჭრის ხაზი ---------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

ივსება წარმოების (ორგანიზაციის) ბუღალტერის მიერ დამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ და იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში, რომელიც აკონტროლებს დადგენილების შესრულებას

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

------------------------------------------------------------------------------------------------------

(ჯარიმის გადამხდელის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)

მიერ 19    წ. „----„------------------------- N ----------------- დადგენილებით დაკისრებული

ჯარიმის თანხა ------------------------------------------------------------------------------------

გადახდილია 19  წ. -------------------------------------------------------------------------------

გადახდილია 19    წ. „----„ ------------------------ ანგარიშის N -------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

მთ.(უფ.) ბუღალტერი

                                                            ----------------------   ---------------------------------------

                                                                  (ხელმოწერა)                       (გვარი, ინიციალები)

  ბ.ა.                                                     -------------------------------------------------------------

                                                                           წარმოების ორგანიზაციის დასახელება

ვიხელმძღვანელე რა საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1791, 2291 და 239 მუხლებით საქართველოს  რესპუბლიკის პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილება, რომელიც შევიდა ძალაში 1994 წლის 23 აპრილს) დავადგინე:

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დამრღვევის გვარი, სახელი. მამის სახელი, მიეთითოს გადაწყვეტილება,

------------------------------------------------------------------------------------------------------

დაჯარიმების დადგენილების შემთხვევაში მიეთითოს ჯარიმის თანხა)

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვეული ნორმატიული დოკუმენტებისა და პუნქტების დასახელება)

-------------------------------------------------------------------------------დარღვევების გამო.

საქართველოს რესპუბლიკის

ფინანსთა მინისტრი

            -----------------------    ------------------------------------

                                                            (ხელმოწერა)                      (გვარი, ინიციალები)

ბ.ა.

ცნობები დადგენილების შესრულების და გასაჩივრების წესის შესახებ,

1. ჯარიმა ექვემდებარება გადახდას ნებისმიერ ბანკში როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით მითითებულ რეკვიზიტებზე. ქვითარი წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმოების (ორგანიზაციის) ბუღალტერიაში სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში შესატყობინებლად

2. ჯარიმის გადახდის ვადაა დადგენილების გამოტანიდან თხუთმეტი დღე.

3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თხუთმეტი დღის გასვლის  შემდგომ) აღნიშნული თანხა კავდება იძულებითი წესით.

4. სარჩელი დამნაშავის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დადგენილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში. საპატიო მიზეზით აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში სარჩელი შეიძლება აღადგინოს მისი განხილვის უფლებამოსილმა პირმა.

5. ინსპექციის უფროსის მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან.

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოში სამართალდამრღვევი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

შეტყობინება იგზავნება შემდეგ მისამართზე:

ს ა დ: ........380005, თბილისი, ბარათაშვილის ქ. N 8.............

ვ ი ს: ...„სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს............

...............................................................................................................................................

დანართი N3

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო

სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია

დადგენილება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე

N----

„------„ -------------------------- 19  წ. ---------------------------------------------------

                                                                    (დადგენილების გამოტანის ადგილი)

მე, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა (მინისტრის მოადგილემ

------------------------------------------------------------------------------------------------

(გვარი, სახელი, მამის სახელი)

განვიხილე რა -------------------------------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენის თანამდებობა, გვარი, ინიციალები)

მიერ 19 წ.  „-----„------------ შედგენილი ოქმი და თანდართული მასალები

----------------------------------------------------------------------------------- თანამშრომლის

              (წარმოებისა და მისი ზემდგომი ორგანიზაციის დასახელება)

-----------------------------------------------------------------------------------------------მიერ

                                      (თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)

ძვირფასი ლითონების და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის დადგენილი წესების დარღვევის შესახებ,

დავადგინე ----------------------------------------------------------------------------------------

(საქმის განხილვის დროს დადგენილი დარღვევის არსი)

------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გადაჭრის ხაზი ---------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

ივსება წარმოების (ორგანიზაციის) ბუღალტერის მიერ დამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ და იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში, რომელიც აკონტროლებს დადგენილების შესრულებას

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

------------------------------------------------------------------------------------------------------

(ჯარიმის გადამხდელის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)

მიერ 19    წ. „----„------------------------- N ----------------- დადგენილებით დაკისრებული

ჯარიმის თანხა ------------------------------------------------------------------------------------

გადახდილია 19  წ. -------------------------------------------------------------------------------

გადახდილია 19    წ. „----„ ------------------------ ანგარიშის N -------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

მთ.(უფ.) ბუღალტერი

                                                            ----------------------   ---------------------------------------

                                                                  (ხელმოწერა)                       (გვარი, ინიციალები)

  ბ.ა.                                                     -------------------------------------------------------------

                                                                           წარმოების ორგანიზაციის დასახელება

ვიხელმძღვანელე რა საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1791, 2291 და 239 მუხლებით საქართველოს  რესპუბლიკის პარლამენტის 1994 წლის 17 მარტის დადგენილება, რომელიც შევიდა ძალაში 1994 წლის 23 აპრილს) დავადგინე:

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დამრღვევის გვარი, სახელი. მამის სახელი, მიეთითოს გადაწყვეტილება,

------------------------------------------------------------------------------------------------------

დაჯარიმების დადგენილების შემთხვევაში მიეთითოს ჯარიმის თანხა)

------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვეული ნორმატიული დოკუმენტებისა და პუნქტების დასახელება)

-------------------------------------------------------------------------------დარღვევების გამო.

სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო

ინსპექციის უფროსი                 -----------------------    ------------------------------------

                                                            (ხელმოწერა)                      (გვარი, ინიციალები)

ბ.ა.

ცნობები დადგენილების შესრულების და გასაჩივრების წესის შესახებ,

1. ჯარიმა ექვემდებარება გადახდას ნებისმიერ ბანკში როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით მითითებულ რეკვიზიტებზე. ქვითარი წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმოების (ორგანიზაციის) ბუღალტერიაში სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში შესატყობინებლად

2. ჯარიმის გადახდის ვადაა დადგენილების გამოტანიდან თხუთმეტი დღე.

3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში (თხუთმეტი დღის გასვლის  შემდგომ) აღნიშნული თანხა კავდება იძულებითი წესით.

4. სარჩელი დამნაშავის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დადგენილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში. საპატიო მიზეზით აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში სარჩელი შეიძლება აღადგინოს მისი განხილვის უფლებამოსილმა პირმა.

5. ინსპექციის უფროსის მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან.

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოში სამართალდამრღვევი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

შეტყობინება იგზავნება შემდეგ მისამართზე:

ს ა დ: ........380005, თბილისი, ბარათაშვილის ქ. N 8.............

ვ ი ს: ...„სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს............

...............................................................................................................................................

დანართი N4

ასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში

განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ოქმებისა და დადგენილებების რეგისტრაციის

ჟურნალი

მითითებანი ჟურნალის შესავსებად

I. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში რეგისტრაციაში ტარდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველა საქმე, მიუხედავად იმისა, ვის მიერაა ოქმები შედგენილი.

2. რეგისტრაციაში უნდა გატარდეს ყველა ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მისი შემდგენი და წარედგინება ბრალეულს ხელმოსაწერად.

3. სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში რეგისტაციაში ატარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა შესახებ დადგენილებებს, რომელიც გამოტანილია როგორც  ინსპექციის უფროსის, ისე ფინანსთა მინისტრის ან მისი ადგილის მიერ.

4. სხვა ჩანაწერებს ჟურნალში აკეთებენ შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნისას ან მიღებისას.

5. მე-20 გრაფაში "დარღვევის არსი" კეთდება მოკლე ჩანაწერები, რომლებიც ახასიათებენ ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებების იმ მოქმედებათა სფეროებს, სადაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევები თუ დარღვევის შედეგად მიყენებულია მატერიალური ზარალი, უნდა აღინიშნოს მისი ოდენობა.

მაგალითად: ოპერატიული აღრიცხვის არადამაკმაყოფილებელი ორგანიზაცია, „  „ არ ორგანიზებული არ არის ელექტროაპარატურიდან ნარჩენების შეგროვება, „   „ ელექტრონული ტექნიკის ნაკეთობებიდან ნარჩენების შეგროვება არადამაკმაყოფილებელია  (არასრულია), ზარალი ......", „ არ არსებობს კონტროლი ოქროს (ვერცხლის, პლატინის, ......................., „  „ რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფისათვის, გადახარჯვა.........., „   „ გაუმართლებელი დანაკარგები........გ. „   , „   ინვენტარიზაციის არადამაკმაყოფილებლად ჩატარება“ და ა.შ.

მე-20 გრაფა ივსება ერთდროულად მე-5-10 გრაფებთან ერთად.

6. 21-ე გრაფაში „შენიშვნები“ ჩაიწერება მონაცემები დადგენილებათა გასაჩივრების, გაპროტესტების, ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების და სხვათა შესახებ.

7. ჟურნალში შეტანილი ყველა შესწორება განმარტებული უნდა იყოს ჟურნალის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

ადგენილების N

დადგენილების გამოტანის თარიღი

ჯარიმის თანხა ან აღნიშვნა საქმის შეწყვეტის თაობაზე

ოქმის შედგენის თარიღი

ვინ შეადგინა ოქმი

ვინ გამოიტანა დადგენილება

მონაცემები დამრღვევის შესახებ

გვარი და ინიციალები

თანამდებობა

სამუშაო ადგილი

საუწყებო დაქვემდებარება

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

დადგენილება გაეგზავნა შესასრულებლად

აღნიშვნა ჯარიმის გადახდის შესახებ

დარღვევის არსი

შენიშვნა

დამრღვევის წერილით

საწარმოს ბუღალტერის წერილით

სასამართლოს წერილით

N

თარიღი

N

თარიღი

N

თარიღი

დოკუმენტი

N

თარიღი

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21