,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
253
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

     „მუხლი 31. მართვის ავტომატიზებული საშუალებების გამოყენება

სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

გ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

დ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო;

ზ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება.“.

3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. 185 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური