„დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470140000.22.035.016639
01-71/ნ
22/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
470140000.22.035.016639
„დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2019 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ივლისის №01-30/ნ ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge, 23/07/2013, 470140000.22.035.016214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:“.

2. ბრძანების:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს:

ა) შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) შემდეგი სახის სატელეფონო ინფორმაციის მიწოდებას: შემთხვევის იდენტიფიკაცია (დედის სიკვდილი, 0-1 წლამდე ბავშვის სიკვდილი, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი, მკვდრადშობადობა), გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკი,  გარდაცვალების მიზეზი (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების  დრო და ადგილი (მ.შ. ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში – დაწესებულების დასახელების მითითებით),  შეტყობინების გადამცემი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, სასწრაფო სატელეფონო შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 1499; 

ბ) შემთხვევის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ამ ფორმით ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ ბრძანების დანართის მიხედვით შევსებული ფორმით,  სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე moh@moh.gov.ge;

გ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა: სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო) სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და  საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით), დანომრილი გვერდებით, ზონარგაყრილი, აკინძული და დამოწმებული ბეჭდით პირველ და ბოლო გვერდზე ისე, რომ არ იფარებოდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ამსახველი ჩანაწერები:

გ.ა) დედის გარდაცვალების შემთხვევაში, როცა გარდაცვალების ფაქტის დამფიქსირებელ დაწესებულებაში პაციენტი გადაყვანილია (განხორციელებულია რეფერალი) სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, გადმოგზავნას ექვემდებარება ყველა დაწესებულებაში (მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის განმახორციელებელ დაწესებულებაში) მისი მკურნალობის/მეთვალყურეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად:

გ.ა.ა) დედის რეფერალის მიმღები დაწესებულება ვალდებულია, დედის გარდაცვალების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს რეფერალის განმახორციელებელ დაწესებულებას (ტელეფონით, ელფოსტით, ფოსტით და სხვა) და აღნიშნულის თაობაზე დააფიქსიროს ინფორმაცია დედის სამედიცინო დოკუმენტაციაში (შეტყობინების დრო, სახე და შეტყობინების მიმღები პირის ვინაობა);

გ.ა.ბ) დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება ვალდებულია, გარდაცვალების ფაქტის დადგომის შემთხვევაში, შეტყობინების მიღების შემდეგ, განახორციელოს მასთან არსებული დედის სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოგზავნის ღონისძიებები ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობის ამსახველი დოკუმენტაცია, თუკი აღნიშნული ხორციელდებოდა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ანტენატალური მეთვალყურეობა ხორციელდებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, დედის რეფერალის განმახორციელებლი დაწესებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას აღნიშნული ამბულატორიული დაწესებულების დასახელების და  საკონტაქტო ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი) მითითებით;   

გ.ბ) 0-დან 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევაში, დიდი მოცულობის სამედიცინო ისტორიების (როდესაც პაციენტის დაყოვნება დაწესებულებაში 1 თვეს აღემატება) ქსეროასლის ნაცვლად შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით შედგენილი ვრცელი ეპიკრიზის გადმოგზავნა, იმ პირობით, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მოთხოვნისას, განხორციელდება სრული დოკუმენტაციის ქსეროასლის დროულად მოწოდება.

3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს სასწრაფო სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ყოველდღიურად გაგზავნას ელექტრონულ ფოსტაზე moh@moh.gov.ge., რომლის მართვას ახორციელებს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, როგორც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში – საბჭოს სამდივნო). აღნიშნულის გარდა  ცენტრის მიერ ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ხორციელდება წინა თვის სრული ინფორმაციის (ბაზის) გადაგზავნა საბჭოს სამდივნოში.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას და მისი მიწოდების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო“, რომელსაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ მიეწოდება ინფორმაცია სასწრაფო შეტყობინების ვალდებულებების დამრღვევი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი სამართალსუბიექტის შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე