„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 ოქტომბრის №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკაში“ ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ნომერი 14.09.119
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 06/04/1995
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 06/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 180.012.000.058
14.09.119
06/04/1995
გამოუქვეყნებელი, -, 06/04/1995
180.012.000.058
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 ოქტომბრის №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკაში“ ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 ოქტომბრის №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკაში“ ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის

დადგენილება

ოქმი №14.09.119

1995 წლის 6 აპრილი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 ოქტომბრის №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკაში“ ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 23 მარტის №11.15.94 დადგენილების შესაბამისად, სამინისტროს კოლეგია  ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 6 ოქტომბრის №20.01.208 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესსა და შეფასების მეთოდიკაში“ და მისი 5.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.7. მყიდველის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხები ნაწილდება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 26 დეკემბრის №239 ბრძანებულების მე-2 პუნქტის და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №496 დადგენილების „სახელმწიფო საწარმოების /ორგანიზაციების/ პრივატიზებით მიღებული სახსრების განაწილების შესახებ“ შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 27 ნოემბრის №372 ბრძანებულების შესაბამისად მოხდენილია იმ სახელმწიფო საწარმოთა ბალანსზე რიცხული  გამოუყენებელი და ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზება, რომელთა პრივატიზაცია და სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ ეხებათ შემოსული თანხების 50% ჩაირიცხება შესაბამის საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს პრივატიზაციით მიღებულ სახსრებად და გამოყენებულ იქნეს ზემოაღნიშნული წესით.

2. დაევალოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას, სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 23 მარტის №11.15.94 დადგენილების პ.5.2-ის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციოდ წარმოადგინოს „სახელმწიფო მფლობელობისათვის ეკონომიკურად მიზანშეუწონელი სატრანსპორტო საშუალებების პრივატიზების წესი და მეთოდიკა“, ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ცვლილებების გათვალისწინებით.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ კ. იოსელიანს.

მინისტრი

კოლეგიის თავმჯდომარე                   ა. სილაგაძე

კოლეგიის მდივანი                             ნ. მეტრეველი