დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის N01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-99/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.22.035.016667 |
|
„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №01-42/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2017, 470010000.22.035.016456) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ შემთხვევაში, თუ პირს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა უცხოეთში მიღებული აქვს საექიმო სპეციალობის ფარგლებში, რომელიც შესაბამისობაში არ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალობასთან, საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის და/ან დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია.“. |
2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს):
|
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამების ფორმატით. თითოეული სარეზიდენტო პროგრამა მოიცავს იმ პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც მიღწეული უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ ბრძანებით დადგენილი წესით: ა) აღიარებს იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ მზადებას, რომელთა ფარგლებში მიღწეული შედეგი შეესაბამება საქართველოში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამებით დადგენილ სპეციალობის აღწერილობას; ბ) აღიარებს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილად იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), რომლებშიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, თუმცა, მზადების ფარგლებში მიღწეული შედეგები არის თავსებადი.“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების პროცედურას ახორციელებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.“; |
გ)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შემდგომ. დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის მიერ, კონკრეტული ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით, უნიფიცირებულად.“.
|
3. ბრძანების №2.1 დანართი (იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 2.1 იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მ.შ. ის ქვეყნები, რომლებშიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, თუმცა, მზადების ფარგლებში მიღწეული შედეგები არის თავსებადი): ა) ევროკავშირის ქვეყნები: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია; ბ) ავსტრალია; გ) კანადა; დ) ისლანდია; ე) ისრაელი; ვ) იაპონია; ზ) სამხრეთი კორეა; თ) ახალი ზელანდია; ი) ნორვეგია; კ) შვეიცარია; ლ) ამერიკის შეერთებული შტატები; მ) ლიხტენშტეინი; ნ) სამხრეთი აფრიკა; ო) ევროსაბჭოს ქვეყნები (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით): სან მარინო, ანდორა, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბია, მონაკო, მონტენეგრო; პ) ბელარუსი; ჟ) თურქეთი; რ) ჩინეთი.
1 საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებოს უფლება გააჩნია საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან
.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები