დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის N01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-100/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016668 |
|
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №01-5/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №01-5/ნ ბრძანებაში
(www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 470230000.22.035.016488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ორეტაპიანი მონიტორინგისა და კომპეტენტური ორგანოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადგილზე ფაქტობრივი გარემოებების შემდგომი გადამოწმების საშუალებით, რომლებიც ერთიანობაში წარმოადგენენ ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ერთიანი ციკლის შემადგენელ კომპონენტებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან
.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები