დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016405 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016354) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები: „ზ) საჭიროების შემთხვევაში, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე და მეტი ღირებულების კომპეტენციის შესაბამისად, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესრულებას; თ) იგი პასუხისმგებელია საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით დადგენილი ტექნიკური ნორმების, სტანდარტების შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის შედგენის სისწორეზე; ი) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილების უფროსი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის რეალობას და სისწორეს ადასტურებს თავისი ხელმოწერითა და სამსახურის ქვედანაყოფის ბეჭდით.“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები