„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 493
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021513
493
18/10/2019
ვებგვერდი, 18/10/2019
010240010.10.003.021513
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №493

2019 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მთავრობის წევრის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას მის მიერ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამით განსახორციელებელ უფლებამოსილებებზე ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას პროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.“.

3. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მთავრობის წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ ზღუდავს მას ამ მუხლით, 34-ე მუხლითა და 38-ე მუხლით გათვალისწინებული კანონპროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია