შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/32158-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/32158-17
17/10/2019
ვებგვერდი, 21/10/2019
შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/32158-17

330210317002180845

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 17 ოქტომბერი

 

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი (მოვალე) შპს ,,იბერია მით ჰოლდინგი (ს/ნ 405108217)

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის წარმომადგენელმა და მოითხოვა აღნიშნული კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალაგანჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაეზუსტებინა სს ,,თიბისი ბანკის'' მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას ვალი – 2 813 624.21 ლარი და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას'' მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას ვალი – 2 227 772.17 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 5 041 396.38 ლარს, და 2016 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული 1 831 731 აშშ დოლარი წარმოადგენდა თუ არა ერთი და იგივე თანხას, ამასთან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ ქვეპუნქტის შესაბამისად გარკვევით უნდა მიეთითებინა მისთვის ცნობილი კრედიტორების ნუსხა.

2017 წლის 04 დეკემბერს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის წარმომადგენელმა თამარ ცაგურიშვილმა.

2017 წლის 08 დეკემბრს მიღებული იქნა განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

კრედიტორთა კრების პირველი ფორმატის ფარგლებში 2018 წლის 21 მარტს, 2018 წლის 26 მარტს და 2018 წლის 4 ივნისს მოწვეულ იქნა სხდომები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომებზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხის განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის, კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა მოწვეულ იქნას მორიგი სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2019 წლის 11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით:

● კრედიტორთა მოთხოვნების განხილვა;

● მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                თამარ ბურჯანაძე