„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016945
448
21/10/2019
ვებგვერდი, 21/10/2019
040030000.22.027.016945
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №448

2019 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის, 98-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი ცნობა (დანართი №2), რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს;

ბ) ემბრიონის შექმნამდე (ბიოლოგიური  მასალის შერწყმის გზით ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მიღება) დადებული (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი, საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულება:

 ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა (სუროგატული დედა) და წყვილს შორის, რომლებიც ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან, ან;

 ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილის იმ წევრს, რომელიც ბავშვის გენეტიკური მშობელია, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ წყვილის მეორე წევრს, რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი, და დონორს შორის, ან;

ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ ემბრიონის შექმნა (ბიოლოგიური მასალის შერწყმის გზით ლაბორატორიის პირობებში ემბრიონის მიღება) არ მოხდა ემბრიონის იმპლანტაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელ ცნობაში ემბრიონის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება ემბრიონის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თან უნდა დაერთოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელ ცნობას.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს ორივე მშობლის განცხადება. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი გარდაიცვალა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების დადების შემდეგ – ბავშვის დაბადებამდე პერიოდში, ან იგი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ მეორე მშობლის განცხადებით.

6. თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე. რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი მონაცემებით დაბადების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი ცნობა არასწორად/არასრულად არის შევსებული ან/და ცნობას თან არ ერთვის სათანადო გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განსაზღვრავს 15 სამუშაო დღის ვადას და ხარვეზის აღმოსაფხვრელად სათანადო შეტყობინებას უგზავნის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

8. თუ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაიბადა მკვდრადშობილი ბავშვი და არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს შორის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის ამ მუხლით დადგენილი სხვა მოთხოვნები, განხორციელდება მკვდრადშობილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მშობლების მონაცემების მითითებით. ამავე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადი წესით, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლების შესახებ მითითების გარეშე.“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლებიც შედგენილია 2019 წლის 1 ნოემბრამდე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეიძლება წარედგინოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




„დანართი №2

 ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი ცნობა

1. ცნობის შედგენის თარიღი    –––                    –––               –––––

                                                         რიცხვი     თვე              წელი

2. ცნობის  შედგენის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                        მუნიციპალიტეტი/ქალაქი , კლინიკის სრული დასახელება და მისამართი

3. ინფორმაცია მშობლად ჩასაწერი პირების  შესახებ

ა) პოტენციური დედა

1. სახელი ______________________________________________________________

2. გვარი _______________________________________________________________

3. სქესი ___________        

4. დაბადების თარიღი      – –– –––     (თვე /რიცხვი/წელი)

5. დაბადების ადგილი __________________

6. მოქალაქეობა __________________

7. პირადი ნომერი _____________________

8. პირადობის მოწმობის , პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და

ნომერი ________________________________________________________________

ბ) პოტენციური მამა

1. სახელი ______________________________________________________________

2. გვარი _______________________________________________________________

3. სქესი ___________        

4. დაბადების თარიღი      – –– –––     (თვე /რიცხვი/წელი)

5. დაბადების ადგილი __________________

6. მოქალაქეობა __________________

7. პირადი ნომერი _____________________

8. პირადობის მოწმობის , პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი

________________________________________________________________

4. სუროგატი დედა

1. სახელი ______________________________________________________________

2. გვარი _______________________________________________________________

3. სქესი ___________        

4. დაბადების თარიღი      – –– –––     (თვე /რიცხვი/წელი)

5. დაბადების ადგილი __________________

6. მოქალაქეობა __________________

7. პირადი ნომერი _____________________

8. პირადობის მოწმობის , პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი

_______________________________________________________________

5. ემბრიონის შესახებ ინფორმაცია :

ემბრიონის შექმნაში გამოყენებულია თუ არა დონორის/დონორების ბიოლოგიური მასალა (მონიშნეთ):

ა) ემბრიონი შეიქმნა პოტენციური მშობლების გენეტიკური მასალით   

ბ) ემბრიონის შეიქმნა პოტენციური მშობლის (მამის) სპერმისა და  დონორის  კვერცხუჯრედით

გ) ემბრიონი შეიქმნა პოტენციური მშობლის (დედის) კვერცხუჯრედისა და  დონორის  სპერმით

დ) ემბრიონი შეიქმნა დონორების გენეტიკური მასალით.

თუ გამოყენებულია მხოლოდ ერთი დონორი, ივსება დონორი I; თუ გამოყენებულია ორი დონორი, ივსება

დონორი I და დონორი II

დონორი I

1. სახელი ______________________________________________________________

2. გვარი _______________________________________________________________

3. სქესი ___________        

4. დაბადების თარიღი      – –– –––     (თვე /რიცხვი/წელი)

5. დაბადების ადგილი __________________

6. მოქალაქეობა __________________

7. პირადი ნომერი _____________________

8. პირადობის მოწმობის , პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი

________________________________________________________________

დონორი II

1. სახელი ______________________________________________________________

2. გვარი _______________________________________________________________

3. სქესი ___________        

4. დაბადების თარიღი      – –– –––     (თვე /რიცხვი/წელი)

5. დაბადების ადგილი __________________

6. მოქალაქეობა __________________

7. პირადი ნომერი _____________________

8. პირადობის მოწმობის , პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი

________________________________________________________________

6. ემბრიონის/ემბრიონების შექმნის მონაცემები (რამდენიმე ემბრიონის შექმნის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები ყველა ემბრიონისათვის ცალ-ცალკე მიეთითება)

1. ემბრიონის/ემბრიონების შექმნის თარიღი –– –– ––––  (თვე/ რიცხვი/ წელი)

2. ემბრიონის/ემბრიონების შექმნის ადგილი  –––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. შექმნილი ემბრიონების რაოდენობა      -------------------        

7. ემბრიონის/ემბრიონების კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) შესახებ მონაცემები:

დიახ ----  არა ----

დადებითი პასუხის შემთხვევაში ივსება შემდეგი მონაცემები

1.  ემბრიონის/ემბრიონების გაყინვის თარიღი –– –– ––––  (თვე/ რიცხვი/ წელი)

2. ემბრიონის/ემბრიონების გაყინვის ადგილი  ––––––––––––––––––––––

3. ემბრიონის/ემბრიონების საქართველოში შემოტანის თარიღი –– –– ––––  (თვე/ რიცხვი/ წელი)

4. სასაზღვრო გამტარი პუნქტი, რომლის გავლითაც მოხდა ემბრიონის/ემბრიონების საქართველოში შემოტანა ______________________________________

5. საქართველოში შემოტანილი ემბრიონის/ემბრიონების რაოდენობა --------------

6. გამოლღობილი ემბრიონების რაოდენობა ____________________________________

7. ემბრიონის/ემბრიონების გამოლღობის თარიღი ______________________________

8. სუროგატი დედის საშვილოსნოში იმპლანტირებული ემბრიონების რაოდენობა _______________

9. სუროგატ დედასთან ემბრიონის/ემბრიონების იმპლანტაციის თარიღი –– –– ––––  (თვე/ რიცხვი/ წელი)

8. ცნობის შემვსები პირის მონაცემები   

1. სახელი __________________________________________

2. გვარი ____________________________________________

3. პირადი ნომერი   __________________________________________

4. თანამდებობა ––––––––––––––––––––-–––––––––––––––––––––––––––––––

5. შენიშვნები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

( შენიშვნის გრაფაში სხვა მონაცემებთან ერთად შეიძლება მიეთითოს ინფორმაცია რომელიმე გრაფის შეუვსებლობის მიზეზის შესახებ )

6. ცნობის შემდგენის ხელმოწერა ––––––––––––––––

7. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის  ხელმოწერა ––––––––––––––––

                                                                                                                            ბ.ა.“