დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016724 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი და მეოთხე მექანიზებული ბრიგადების; ეროვნული გვარდიის, ეროვნული გვარდიის მეათე და მეოცე კადრირებული ბრიგადების; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის, შერეული საავიაციო ესკადრილიის და ცენტრალური საკომანდო პუნქტის; სპეციალური ოპერაციების ძალების; წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“; ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის, საშტაბო ასეულების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის პირველი და მეორე საზენიტო-სარაკეტო ბატალიონების, პირველი და მეორე რადიოლოკაციური ბატალიონების; წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულების სამხედრო მოსამსახურეებს. თანამდებობების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ და ,,ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის; დასავლეთის სარდლობის მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების საშტაბო ასეულების სამხედრო მოსამსახურეებს. თანამდებობების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ი2) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის დაცვის ასეულებისა და ლოჯისტიკის ცენტრის (დასავლეთი) დაცვის ბატალიონის დაცვის ასეულების სამხედრო მოსამსახურეებს. თანამდებობების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები