დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტი“ (ს/კ 405116583)ლიკვიდატორი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტის“ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 11/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტი“ (ს/კ 405116583)
ლიკვიდატორის
განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 2 ოქტომბრის №1433 განკარგულებით დაიწყო შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტის“ (405116583) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).
პირებს, რომლებსაც გააჩნიათ რაიმე სახის მოთხოვნა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტის“ მიმართ, წინამდებარე წერილის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბბ კრედიტის“ ლიკვიდატორს გიორგი ნაროუშვილს (პ/ნ 19001028319) (მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №3, საკონტაქტო ტელ: 568 16 17 26), უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
იურიდიული პირის შემთხვევაში:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ორგანიზაციის მიმართ არსებული მოთხოვნის ოდენობა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
ლიკვიდატორი გიორგი ნაროუშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები