დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016362 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული
აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018, 010250020.35.164.016289) კერძოდ
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულისგან – განყოფილებისგან და მერიის საჯარო მოხელეებისგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მრავალბინიანი საცხოვრებლი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ფართობისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ დასკვნების შემუშავებას. 2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას. 3. დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას. 4. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას. 5. გეგმარებითი დავალებების მომზადებას. 6. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას. 7. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას. 8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას. 9. ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას. 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები