დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016363 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიცiპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, 010250020.35.164.016112) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამტკიცდეს შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები: 1. ყვარლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია ქალაქი ყვარელი); 2. მთისძირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფელი მთისძირი); 3. ბალღოჯიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფელი ბალღოჯიანი); 4. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ახალსოფელი, თივი, შოროხი, საცხენე, თხილისწყარო); 5. ჭიკაანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ჭიკაანი, ჩანტლისყურე, ზინობიანი); 6. გავაზის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფელი გავაზი); 7. კუჭატნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: კუჭატანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი); 8. შილდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფელი შილდა); 9. ენისლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფელი ენისელი); 10. გრემის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: გრემი, შაქრიანი, გრძელიჭალა); 11. საბუის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: საბუე, ალმატი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები