შპს „კალმას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ

შპს „კალმას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06/23-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 08/10/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
06/23-რ
08/10/2019
ვებგვერდი, 16/10/2019
შპს „კალმას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/23-

2019 წლის 8 ოქტომბერი

. თბილისი
შპს „კალმას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია – კალმას“ 2019 წლის 4 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე ვბრძანებ:

1. შპს „კალმას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405249976) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №06/1-რ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „კალმას“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია კალმა“.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო მონაცმებში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.