შპს „დიჯილაბი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

შპს „დიჯილაბი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/25-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 08/10/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
06/25-რ
08/10/2019
ვებგვერდი, 16/10/2019
შპს „დიჯილაბი“–ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება 06/25-რ

 

2019 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

შპს „დიჯილაბის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე

 

დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №9 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „დიჯილაბის“ 2019 წლის 4 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერის – შპს „დიჯილაბის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405201375, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012040) რეგისტრაცია.

2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

                                                                                                                              დავით ონოფრიშვილი