დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340080000.10.003.021509 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2019 - 04/07/2022)
|
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/09/2015; 340080000.10.003.018847) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 31 06 02).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველ მუხლში: ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის აღჭურვილობის თანადაფინანსება.“; ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს; გ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება; დ) ხელშეკრულება − ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;“; ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) თანადაფინანსება; ბ) ტექნიკური მხარდაჭერა.“; დ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ტექნიკური მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.“; ვ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. თანადაფინანსება 1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის შემდეგი აღჭურვილობის თანადაფინანსებას: ა) ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა; ბ) თაფლის საწური (ციბრუტი); გ) თაფლის შესანახი ავზი; დ) ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით; ე) ფიჭის ანათლის ავზი; ვ) ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე. 2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 70%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. 3. ბენეფიციარები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. 4. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში პროგრამის განმახორციელებელი კოოპერატივები მიიღებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30 000 ლარისა, ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. 5. თითოეულ ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით: ა) საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობის შესყიდვის მიზნით, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა; ბ) ერთი ცალი არანაკლებ 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი); გ) თაფლის შესანახი ავზ(ებ)ი, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს; დ) ერთი ცალი ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით; ე) ერთი ცალი ფიჭის ანათლის ავზი; ვ) ერთი ცალი ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე. 6. ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით. 7. სააგენტო უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას, რომლის წესს დაადგენს სააგენტო. 8. ბენეფიციარს, ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.“; ზ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პოტენციურ ბენეფიციარს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად; ბ) საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად; გ) მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები; დ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი კოოპერატივის მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები; ე) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება; ვ) სკების მოთხოვნის შემთხვევაში, იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკისა; ზ) თაფლის საწურების (ციბრუტების), თაფლის შესანახი ავზების, ფიჭის ასათლელი დანის ელექტროგამაცხელებლით, ფიჭის ანათლის ავზისა და ელექტროდენის ძაბვის გადამყვანის 220V-დან 12V-ზე მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 400 ფუტკრის სკისა; თ) პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და თაფლის შესანახი ავზი, განმეორებით იმავე აღჭურვილობის მოთხოვნის შემთხვევაში, იმ დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 400, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 800 ფუტკრის სკისა.“; თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა 1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით. 2. განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“; ი) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ბენეფიციარის ვალდებულებები და თანადაფინანსების გაცემის წინაპირობა 1. ბენეფიციარი ვალდებულია: ა) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს თანადაფინანსებით შესყიდულ სკებში ფუტკრის ოჯახების განთავსება; გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას თანადაფინანსების შესყიდული აღჭურვილობის გასხვისება, გარდა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა; დ) საკუთრებაში არსებულ სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა. 2. თანადაფინანსების გაცემის წინაპირობაა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესასყიდი აღჭურვილობის ღირებულების 30%-ის, ხოლო მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში − 20%-ის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.“; კ) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს; ლ) მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პროგრამის მონიტორინგი 1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი). მუხლი 12. პროგრამის კოორდინაცია 1. პროგრამის კოორდინაციას ახდენს სამინისტრო. 2. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები შესაძლებელია, გავრცელდეს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, მათი მიმართვისა და სააგენტოს მხრიდან თანხმობის მიცემის შემთხვევაში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები