საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 487
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021507
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
487
10/10/2019
ვებგვერდი, 15/10/2019
040030000.10.003.021507
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2019 - 30/10/2019)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №487

2019 წლის 10 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შესაბამისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ოპტიმალური გადანაწილების მიზნით, განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

1. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად:

ა) განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შერწყმა. შესაბამისად, სსიპ – წამლის სააგენტო რეორგანიზაციის გზით მიუერთდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჩამოყალიბდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახით;

ბ) სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება განხორციელდეს სამინისტროს მიერ;

გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის  სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება, (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია- მოვალეობების გადაცემა განხორციელდეს შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებისა და აღნიშნული ფუნქციის სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულებაში ასახვის შემდეგ.

2. დასაქმების ხელშეწყობის განვითარება:

ა) სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებისა და მოსახლეობის დასაქმების (მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის) ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

ბ) სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება განახორციელოს სამინისტრომ;

გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, გადაეცეს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და მიჩნეულ იქნეს ამ მიმართულებით სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ა) შეიქმნას სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

ბ)  სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება განახორციელოს სამინისტრომ;

გ) სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს;

დ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს;

ე) სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განისაზღვროს:

ე.ა) სსიპ – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლედ;

ე.ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების მიმართულებით;

ე.გ) სამინისტროს უფლებამონაცვლედ, როგორც ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში მიმდინარე, დასრულებულ ან აღსასრულებელ სასამართლო საქმეებზე (მათი აღსრულების ჩათვლით).

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას სარეორგანიზაციო კომისია (შემდგომში − კომისია), განსაზღვროს მისი მიზნები, ფუნქციები და ამოცანები.  კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს:

ა.ა) შესაბამისი სსიპ-ის საბალანსო მონაცემების მიხედვით უფლებამონაცვლე სსიპ-ისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრა;

ა.ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომისიის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამართლებრივი აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებისა და პროცესების უწყვეტობის მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულმა უფლებამონაცვლე ორგანიზაციებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შესაბამისი თანამშრომლების (შტატით დასაქმებულ და/ან შტატგარეშე მომუშავეთა) უკონკურსოდ გადაყვანა/დანიშვნა შესაბამის თანამდებობებზე, არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. 

2. სსიპ-ების მიერ შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.  ამასთანავე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება განახორციელონ უფლებამონაცვლე ორგანიზაციებმა.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ უფლებამონაცვლე დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ისარგებლონ სამინისტროს/სსიპ-ების ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, სათანადო საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით).

4. საჭიროების შემთხვევაში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისები გამოყენებულ იქნეს სამინისტროს ან მის  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სხვა სსიპ-ების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს  ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 4
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების გატარება სამინისტროსათვის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი  პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განკარგვის მიზნით. 
მუხლი 5
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 1 ნოემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №542 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“. 
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია