დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016410 |
|
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №101, მუხ. 879) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.“; ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რამდენად სრულად ან/და დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ მოთხოვნებს.“; გ) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი: „8. ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებულ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად“. 2. მე-2 მუხლის „ლ“-„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირების დარღვევები და სანქციები 1. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ საკრედიტო კავშირმა დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებითა, წერილობითი მითითებებით და შემოწმების შედეგად დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, საკრედიტო კავშირი დაჯარიმდება: ა) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
გ) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ე) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); ვ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; თ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ი) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; კ) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ლ) საკრედიტო კავშირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღის დადების შესახებ, სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ო) საკრედიტო კავშირი ან/და საკრედიტო კავშირის დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; პ) საკრედიტო კავშირის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) საკრედიტო კავშირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; რ) საკრედიტო კავშირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ს) საკრედიტო კავშირთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; ტ) საკრედიტო კავშირთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა ან/და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; უ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები