დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კურორტი ცაიშის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/3525-18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/3525-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
201 9 წლი ს 7 მაისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე – ციცინო კიკვაძე
განმცხადებელი – შპს „კურორტი ცაიში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220354211);
წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე, შპს „კურორტი ცაიშის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის'' (საიდენტიფიკაციო ნომერი: 206096419) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კურორტი ცა ი შის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს “ კურორტი ცაიშის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციის“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და იშუამდგომლა შპს “ კურორტი ცაიშის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის მითითებით, შპს „კურორტი ცაიშს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. მოვალეს ჰყავს ერთი არაუზრუნველყოფილი კრედიტორი – სერგო ჭონქაძე (პ/ნ 01001064207, მის: ქ. თბილისი, გლდანი, მე-8 მ/რ, მე-16 კორპუსი, ბინა №40), რომლის მიმართ ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება – 250 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, შპს „კურორტ ცაიშს“ (ს/ნ 220354211) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 11 მარტს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „კურორტი ცაიში“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „კურორტი ცაიშის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კურორტი ცაიში“ (ს/ნ 220354211) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „კურორტი ცაიშის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. № 11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები