შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ-ს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ-ს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-10829-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 04/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2-10829-19
04/10/2019
ვებგვერდი, 10/10/2019
შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ-ს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 330210319002999747

საქმის № 2-10829-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2019 წლის 4 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბიძინა სტურუა

განმცხადებელი: შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“

წარმომადგენელი: დავით ალავიძე, ზაზა მალაციძე

მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: თამთა მაჭარაშვილი, ქრისტინე კუბლაშვილი, მიხეილ ლომთაძე, ლელა ხაციკიდუ, მაია ბარათაშვილი

განმცხადებელი: შპს „გიკო“

წარმომადგენელი: გიორგი ფანცულაია

განმცხადებელი: სს „თიბისი ბანკი“

წარმომადგენელი: თეონა კვინიკაძე

განმცხადებელი: სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მერაბ წირქვაძე, ნატალია გველესიანი

განმცხადებელი: შპს „ჯი-თი-მოტორსი“

წარმომადგენელი: დირექტორი – თემურ უსტიაშვილი

განმცხადებელი: შპს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნა“

წარმომადგენელი: ირაკლი ჩხიკვაძე, მარიამ ბოჭორიშვილი

განმცხადებელი: შპს „ზღაპარი“

წარმომადგენელი: გურამ ღოთვაძე, გელა ფერაძე

განმცხადებელი: სს „სილქნეტი“

წარმომადგენელი: დავით ცქიფურიშვილი

განმცხადებელი: იმედი L

წარმომადგენელი: თინათინ ბაღათურია, სალომე ლაკლაკიშვილი, სალომე აზნაურაშვილი

განმცხადებელი : შპს „შარავანდი“

წარმომადგენელი : ნინო ფრუიძე

სასამართლომ განიხილა შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

ა:

2019 წლის 17 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 200117480) დირექტორმა ზაზა მალაციძემ, კომპანიის წარმომადგენელმა დავით ალავიძემ და მოითხოვეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით – შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და ამავე განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ.

ამავე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

2019 წლის 11 ივლისს , კრედიტორთა პირველ კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი: მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი. კრედიტორთა კრებაზე მხარეებმა იშუამდგომლეს კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე, რადგან მეურვის მოხსენება საჭიროებდა დამატებითი მტკიცებულებების შესწავლას, რომლებიც უნდა წარედგინა მოვალეს. შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს-ის კუთვნილი დოკუმენატაცია ინახებოდა სხვა პირისათვის იჯარით გადაცემულ შენობაში, რის გამოც ვერ უზრუნველყო მათი სსიპ  – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წარდგენა. მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდგომ კრედიტორთა პირველი კრება მხარეთა თანხმობით გადაიდო 2019 წლის 4 ოქტომბერს, 15 საათზე. 2019 წლის 4 ოქტომბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე, მხარეებმა იმავე საფუძვლით კვლავ ითხოვეს კრების გადადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნას 2019 წლის 31 ოქტომბერს 14:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მეურვის ანგარიშის მოსმენა;

ბ) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. დაევალოს შპს „სადისტრიბუციო კომპანია მ&გ“-ს მეურვეს, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. ასევე განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ. გვერდზე www. geo courts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                                                                                                     ბიძინა სტურუა