დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა რიგარეშე კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს/ს „ სარაჯიშვილი“ |
| მიღების თარიღი | 09/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც 9 ოქტომბრის ნაცვლად გაიმართება 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. №4. აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული, ტელ.: 2225351, შესვენება 14:00 სთ-დან 15:00 საათამდე.
დღის წესრიგი: 1. 2018 წლის სამეურნეო-საფინანსო შედეგების განხილვა-დამტკიცება (მომხს. ზურაბ ბუბუტეიშვილი). 2. 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხს. გიორგი ნატროშვილი). 3. სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილებების შეტანა (მომხს. თენგიზ ჯაფარიძე). 4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა (მომხს. გელა შენგელია). 5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (მომხს. თენგიზ ჯაფარიძე). დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 77 77 24, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00 სთ-დან და 17:00 საათამდე. სს „სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭო“
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები