დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-983
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016599
2-983
16/10/2019
ვებგვერდი, 17/10/2019
360050000.22.023.016599
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-983

2019 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 10/05/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა, რომლის დიზაინს და უნიფორმით უზრუნველყოფის ნორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

2. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, განისაზღვრება „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი