დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მოგებიდან სარეზერვო ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | ეროვნული ბანკის გამგეობა |
მიღების თარიღი | 31/12/1994 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 31/12/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.009.000.044 |
საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის
დადგენილება №48
1994 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მოგებიდან სარეზერვო ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ა დ გ ე ნ ს:
დამტკიცდეს „ კომერციული ბანკების მოგებიდან სარეზერვო ფონდების შექმნისა და გამოყენების წესი“ თანახმად დანართისა.
საქართველოს
ეროვნული ბანკის გამგეობის
თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი
დანართი
კომერციული ბანკების მოგებიდან სარეზერვო
ფონდების შექმნისა და გამოყენების წესი
1. კომერციული ბანკები მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად საბალანსო მოგებიდან ქმნიან სარეზერვო ფონდს, რომელსაც მოქმედი ანგარიშთა გეგმით მიკუთვნებული აქვს საბალანსო ანგარიში № 011.
2. სარეზერვო ფონდში საბალანსო მოგებიდან ანარიცხების შეტანა ხორციელდება ყოველკვარტალურად საკრედიტო პორტფელის მიხედვით
საკრედიტო პორტ ფელი კლასიფიცირდება სესხების კატეგორიების კვალობაზე, კერძოდ: საიმედო, განსაკუთრებით საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო, ჩამოსაწერი.
3. სესხისათვის შესაბამისი კატეგორიის მიკუთვნება ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს:
3.1. ძირითადი სესხისა და ასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის მდგომარეობა;
3.2. სესხის მიხედვით დავალიანების წარმოქმნის ხანგრძლივობა.
4. საიმედო სესხების კატეგორიას მიეკუთვნება დაბრუნებით გარანტირებული კრედიტები.
5. განსაკუთრებით საყურადღებო სესხების კატეგორიას მიეკუთვნება სესხები, რომელთა დაბრუნება ან მათზე დარიცხული პრცენტის დაფარვა დაგვიანდა სამ თვეზე მეტი დროით.
6. არასტანდარტული სესხის კატეგორიას მიეკუთვნება სესხები, რომელთა დაბრუნება, ან მათზე დარიცხული პროცენტის დაფარვა დაგვიანდა ექვს თვემდე დროით.
7. საეჭვო სესხების კატეგორიას მიეკუთვნება სესხები, რომელთა დაბრუნება ან მათზე დარიცხული პროცენტის დაფარვა დაგვიანდა ცხრა თვემდე დროით.
8. ჩამოსაწერი სესხების კატეგორიას მიეკუთვნება სესხები, რომელთა დაბრუნება ან მათზე დარიცხული პრო ცენტის დაფარვა დაგვიანდა ერთი წლით.
9. სარეზერვო ფონდში საბალანსო მოგებიდან გადასარიცხი თანხის ოდენობა დამოკიდებულია კლასიფიკაციის მიხედვით შესაბამის კატეგორიას მიკუთვნებული სესხის მოცულობაზე.
10. სესხების მიხედვით სარეზერვო ფონდში საბალანსო მოგებიდან ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება თავი სუფალი ვალდებულებების ქვემოთ ჩამოთვლილი პროცენტების ოდენობით.
თავისუფალი ვალდებულება ტოლია გაცემული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ჯამისა, შემცირებულისა გარანტად დადებული ფასეულობის ღირებულებით.
10.1. საეჭვო სესხებისა – 50%;
10.2. არასტანდარტული სესხებისა – 30%;
10.3. განსაკუთრებით საყურადღებო სესხებისა – 5%;
11. ამ წესით 10.1-10.3 პუნქტებით ჩამოთვლილი კრედიტების გარდა, სარეზერვო ფონდში წარმოებს საბალანსო მოგებიდან ანარიცხები საკრედიტო პორტფელით გათვალისწინებული დანარჩენი კრედიტების საერთო ჯამის 2%-ის ოდენობით.
12. სარეზერვო ფონდის ანგარიშიდან დაკარგულად მიჩნეული სესხების ჩამოწერა ხორციელდება კომერციული ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით.
13. სარეზერვო ფონდის ანგარიშზე რიცხული სახსრების გამოყენება არ შეიძლება ბანკების საკრედიტო ოპერაციების გა ნსახორციელებლად.
იურიდიული სამმართველოს
უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი ნ. მოსიძე
დოკუმენტის კომენტარები