დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 306 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017242 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა.“; |
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.“. |
2.
მე-2 მუხლის: |
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი). 5. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.“; |
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებებისგან.“. |
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებულ ასლს; გ) კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.“. |
4.
მე-5 მუხლის: |
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. თუ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.“; |
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საგადასახადო ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ინფორმაციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.“. |
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ი-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ლ) საგადასახადო შემოწმების ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა;“. |
6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები; ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები; დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები; ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების, სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ; ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ; ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.“. |
7. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შემოსავლების სამსახურის სისტემის სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟირების გავლისას გაეცნოს საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, სტაჟირების პროცესში მიღებული დავალების ფარგლებში.“. |
8.
მე-11 მუხლის: |
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.“; |
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;“. |
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია 1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, NI-08 დანართის შესაბამისად. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად. 3. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.“; |
10.
მე-13 მუხლის: |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.“; |
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც არ ათავისუფლებს დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.“. |
11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები) ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი.“. |
12.
მე-17 მუხლის: |
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ვალდებულებაა; ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება. 2. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო/საბაჟო ორგანო და მისი მისამართი; ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი; გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციის დაკისრება; ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა); ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი; ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში; თ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.“; |
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო/საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.“. |
13. დანართი №I-09 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
14. მე-18 მუხლის: |
ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. 11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.“; |
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შევსებისას, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, განაცხადოს თანხმობა, შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.“. |
15. დანართი №I-13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
16.
მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
17. დანართი №I-17, დანართი №I-18 და დანართი №I-19 ამოღებულ იქნეს. |
18.
21-ე მუხლის: |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო/საბაჟო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული ან შემცირებული თანხები, დაკისრებული სანქციები, გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები აღირიცხება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ელექტრონულ ბარათებზე.“; |
ბ)
მე-2 პუნქტის: |
ბ.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელთა გადახდის ვადა საგადასახადო კანონმდებლობით შეჩერებულია (რესტრუქტურიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა);“; |
ბ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) დამატებით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული;“. |
19. დანართი №I-204 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
20.
22-ე მუხლის: |
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათი საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში იხსნება მისი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირების ან ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვისა და დაბრუნების შემთხვევაში. 3. პირისათვის, რომელიც იხდის იმპორტის გადასახდელს, პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება მის მიერ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; |
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს: ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები; ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების/კონტროლის მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია; გ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები); დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია; ე) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია; ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები; ზ) სამართალდარღვევის ოქმები; თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო (მათ შორის, იმპორტის გადასახადის გადახდის) ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე; ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები; კ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ; ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.“. |
21. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე 1. პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო, აუდიტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას არ ახდენს (ან გავლენა არ მოუხდენია) პირებს შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „ანალოგიური საქონელი/მომსახურება“ გულისხმობს იმგვარ საქონელს/მომსახურებას, რომლის მიწოდება ხდება შესადარის პირობებში. შესადარისობის განსაზღვრისათვის უნდა მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე. შენიშვნა: აღნიშნული მუხლის დებულებები გამოიყენება არამხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის მიზნებისათვის.“. |
22.
412 მუხლის: |
ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მე-4 სვეტში აისახება საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას;“; |
ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მე-4 სვეტში აისახება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას;“. |
23.
დანართი NII-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
24.
561 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ა) „დ.ა.დ“ და „დ.ა.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა.დ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება; დ.ა.ე) ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირება;“; |
ბ) „ყ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ.ა) იმპორტის შემთხვევაში მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;“; |
25. 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა“. 3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“.“. |
26.
58-ე მუხლის: |
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნსაფ-ის მე-10 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმპორტის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში „–“.“; |
ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია.“. |
27.
მე-60 მუხლის: |
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებას, იმპორტის/ექსპორტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ნსაფ-ის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ორგანოს განაცხადით №III-13 დანართის შესაბამისად.“; |
ბ) მე-11 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გადასახადის გადამხდელზე „აშ“ სერიის ნსაფ-ის გაცემისას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-5 (5.1 და 5.2), ცხრილის პირველი და მე-2, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 სტრიქონები, ხოლო მე-4 (4.1 და 4.2), მე-11, მე-12 სტრიქონებზე მიეთითება „ –“, დანარჩენი სტრიქონები კი ივსება დამოუკიდებლად. ნსაფ-ის შევსების ანალოგიური წესი გამოიყენება ექსპორტის შემთხვევაშიც იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-4 (4.1 და 4.2), ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონები, ხოლო მე-5 (5.1 და 5.2) სტრიქონზე მიეთითება „–“. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტი გამოიყენება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების საბაჟო პროცედურის განხორციელების შემთხვევაში. 13. შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია გამოიცეს ბრძანება კომპიუტერული ნსაფ-ის გამოყენების შესახებ იმ გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში, რომელსაც საკუთრებაში (სარგებლობაში) აქვს ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები, ბოლო 6 თვის განმავლობაში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში დეკლარირებული აქვს ნსაფ-ების გამოყენებას დაქვემდებარებული 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი და უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნული საქონლის შესახებ მონაცემების შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას.“. |
28. დანართი №III-13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
29. 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის (საბითუმო მიმწოდებლის საცავის; საცალო საცავის; საბაჟო საწყობის, საბაჟო ორგანოს საწყობის; მწარმოებლის საცავის, საწყობის; საბოლოო მომხმარებლის საცავის და ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის) მფლობელი ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ობიექტის რეგისტრაციის მიზნით.“. |
30. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლება 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) საქონლის თანმხლები სატრანსპორტო დოკუმენტები ან მათი ასლები: ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები (CMR); ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროას – ავიაზედდებული; ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები; ბ) საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია ან საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, ან საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა/რეექსპორტის შეტყობინება ან მისი ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საბაჟო პროცედურებში/რეექსპორტში მოქცევის დროსა და ადგილს; გ) ინვოისი მომსახურების გაწევაზე. 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საბაჟო პროცედურებში/რეექსპორტში მოქცეული საქონლის გადაზიდვისას, როცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იცვლება საქონლის გადამზიდველი, დღგ-ისაგან გათავისუფლება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ერთი გადამზიდველიდან მეორესთვის გადაცემა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ. 3. რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში დეკლარირებისას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში/რკინიგზის ელექტრონულ აღრიცხვის მოწმობაში დაფიქსირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის ცვლილებისას, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ, დეკლარირებიდან არა-უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აღნიშნული ცვლილების შესახებ ეცნობება შპს „საქართველოს რკინიგზას“. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მიზნებისათვის ტრანზიტის პროცედურით გატანილი, მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი ამ საბაჟო პროცედურაში მოქცეულად ითვლება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის შესახებ“ (დანართი №17) ინსტრუქციის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიღების პუნქტში ამ საქონლის მიღების მომენტიდან.“. |
31. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე;“. |
32. დანართი №III-25-ის: |
ა) დანართი „ა“-ს ნაწილი II და ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; |
ბ) დანართი „ბ“-ს: |
ბ.ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; |
ბ.ბ) ნაწილი VII ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
33. 75-ე მუხლის 74 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„74. დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს იმ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვა, ასევე მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართში მითითებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.“. |
34. 7513 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ასლი და იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“ю; |
35. 771 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის იმპორტიორს უფლება აქვს, ახალი დასახელების/ქვედასახელების თამბაქოს ნაწარმზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემიდან 1 თვის ვადაში, საკუთარი ინიციატივით, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. 20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, პირს, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.“. |
36. 84-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას საბაჟო ორგანოს წარედგინება არანაკლებ აქციზის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან. 2. საანგარიშო თვის/კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საბაჟო ორგანოს წარედგინება „ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-08) ან „ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-09) ან „ანგარიშგება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ“ (დანართი №IV-091). თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ბრუნვის შესაბამის ნაწილზე გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.“. |
37. დანართი №IV-08, დანართი №IV-09 და დანართი №IV-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები