დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვიტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.120.016337 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2019 - 02/03/2020)
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვიტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა; 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვიტოს №19 დადგენილებაში (ვებგვერდი, 22/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.120.016238) ცვლილების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვიტოს №19 დადგენილებაში. |
მუხლი 2 |
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვიტოს №19 დადგენილების მუხლი 2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედააქციით:
„მუხლი 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“. 2. მუხლი 2-ის პუნქტი 1-ლი, მე-2 და მე-5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედააქციით: „1. ამ წესის განხორციელების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.“. „5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი, რომელიც შედგება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისაგან. კომისიის აპარატი უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს და ასრულებს მის დავალებებს. კომისიის აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი“. 3. მუხლი 2-დან ამოღებულ იქნას პუნქტი „9“. 4. მუხლი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები 1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით. 2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციის შესახებ სპეციალური შევსებული ფორმა; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ; ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხდებლის და ოჯახის წევრის სახელზე შემოსავლების შესახებ; ვ) ინფორმაციას რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ზ) ამ წესის მე- 4 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინო: ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ბ) განმცადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); გ) განმცხადების განხილვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის შეხედულების მიხედვით მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაციები. 4. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები. 5. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. 6. უსახლკარო პირების რეგისტრაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. 7. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებელი მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 8. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში, დაკარგეს საცხოვრებელი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას. 9. უსახლკარო პირების რეგისტრაცია გამოირიცხება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას უზრუნველყოფილ იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება საცხოვრისით უზრუნველყოფაზე; ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 10. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს დროებითი საცხოვრისი ფართით სარგებლობის შეწყვეტას.“. 5. მუხლი 4-ის მე-2- პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) მარტოხელა მშობელი – 10 ქულა“. „ზ) მრავაშვილიანი ოჯახი – 10 ქულა“. 6. მუხლი 4-ის დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი“. 7. მუხლი 5-ის პუნქტი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.“. 8. შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის ფორმა
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა ......
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: იურიდიული მისამართი: მობილური ტელეფონის ნომერი“:
|
მუხლი 3 |
დამტკიცდეს თანხმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად:
„დანართი 3
თანხმობის ფორმა თანხმობის განმცხადებელი სახელი, გვარი /: ----------------------------------------------------------- პასპორტის / პ.მ. ნომერი: ------------------------------------------------------------- ფაქტობრივი საცხოვრებელი---------------------------------------------- იურიდიული მისამართი: ------------------------------------------------ მობილური ტელეფონის ნომერი: ელ. ფოსტა: გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დრეობითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, მოიძიოს და გამოიყენოს ჩემი პერსონალური მონაცემები. ვაცნობიერებ და ვეთანხმები, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
________________________________________ ხელმოწერა თარიღი“.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები