დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.127.016335 |
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს საპატიო წოდებები: „საპატიო ზესტაფონელი“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქე“. |
| მუხლი 2 |
„საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის” წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 აგვისტოს №18 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.127.016331 გამოქვეყნების თარიღი 19/08/2019).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
„საპატიო
ზესტაფონელისა
“ და
„ზესტაფონის
საპატიო
მოქალაქის
“
წოდების მინიჭების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „საპატიო ზესტაფონელის ” წოდება შეიძლება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ან /და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს , ხოლო „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება საქართველოს მოქალაქეს , რომელიც არ ცხოვრობს ზესტაფონში , ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს ზესტაფონისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, განურჩევლად ეროვნებისა , სოციალური ცენზისა , საზოგადოებრივი -პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა , თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების , ზნეობრივ -ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ . 2. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება დასტურია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის , განათლების , მეცნიერების , კულტურის , ხელოვნების , სპორტის , ჯანმრთელობის დაცვის , ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი , საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის , აგრეთვე , ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის , უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების . 3.„საპატიო ზესტაფონელის “ წოდება შეიძლება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ან /და მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით ) აქვს : ა ) განსაკუთრებული დამსახურება ზესტაფონის ან /და საქართველოს წინაშე ; ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ; 4. „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც არ ცხოვრობს ზესტაფონში , ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს , რომელსაც თავისი საზოგადოებრივი , პროფესიული , სამეცნიერო ან /და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით ) აქვს : ა ) განსაკუთრებული დამსახურება ზესტაფონის ან /და საქართველოს წინაშე ; ბ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში ; გ ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში . 5. „საპატიო ზესტაფონელისა “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ . 6. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია , გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა , რასაც წყვეტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია . მუხლი 2. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება 1. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს : ა ) მუნიციპალიტეტის მერს ; ბ ) საკრებულოს თავმჯდომარეს ; გ ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს ; ე ) საზოგადოებრივ , პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს ; ვ ) სპორტულ ორგანიზაციებს , გაერთიანებებსა და ფედერაციებს ; ზ ) მოქალაქეთა ჯგუფს . 2. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები , კანდიდატურას წარუდგენენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას , რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს : ა ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია , სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება ; ბ ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები ; გ ) კანდიდატის ღირსების , ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი , საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); მუხლი 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კომისია 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ -ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი . 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიაში „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის ” წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ . პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისაგან . მუხლი 4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიაში კანდიდატურების განხილვა 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია : ა ) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა , ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს , მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს ; ბ ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან , ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად ; გ ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს , სურვილებს , მოსაზრებებსა და წინადადებებს , ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად . 2. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატმა კომისიას 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოუდგინოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი , ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე და წერილობითი თანხმობა . მუხლი 5. „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭება 1. კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით , ზესტაფონის მუნიციალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას საპატიო წოდების მინიჭების შესახებ . 2. „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის ” წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში . ცერემონიალს ესწრებიან : საკრებულოს თავმჯდომარე , საკრებულოს წარმომადგენლები , აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები , საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები , ჟურნალისტები , გამოჩენილი ადამიანები , პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები , მოწვეული სტუმრები , საპატიო წოდების მქონე პირთა ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები . 3. საპატიო წოდებების მინიჭება განხორციელდება წელიწადში ერთხელ „ზესტაფონლობა -ღვინის ფესტივალი “-ს დღესასწაულზე . 4. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება “, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე . 5. წიგნში ჩანაწერების შესრულებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , კულტურის , ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური . წიგნში აისახება საპატიო წოდების მქონე პირის შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი , ბიოგრაფია და ცნობები , თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება ). მუხლი 6. „საპატიო ზესტაფონელის ” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მქონე პირის უფლებები 1. საპატიო ზესტაფონელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით , რითაც სარგებლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე . 2. საპატიო ზესტაფონლებს აქვს სრული უფლებამოსილება : ა ) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ან დამოუკიდებლად შექმნან საზოგადოებრივი ორგანოები , რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალ -ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს ; ბ ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში , დიალოგებში , დისკუსიებში , მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში ; გ ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში , მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ -ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში ; დ ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი , უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე , მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და მერიის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები . 3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით , აგრეთვე , მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის , მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე , შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება . მუხლი 7. „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ „საპატიო ზესტაფონელის “ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის “ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები