„საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკის გამგეობა
მიღების თარიღი 22/12/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 22/12/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.009.000.042
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
22/12/1994
გამოუქვეყნებელი, -, 22/12/1994
090.009.000.042
„საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“
ეროვნული ბანკის გამგეობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (22/12/1994 - 31/05/2010)

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის

დადგენილება 46

1994 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისისაკრედიტო აუქციონის დებულების” დამტკიცებისშესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულება” თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1994 წლის 17 აპრილს დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის საკრკდიტო აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის

თავმჯდომარე                                                                                             ნოდარ ჯავახიშვილი

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

1. ზოგადი დებულებანი

1.1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის ( შემდგომში საკრედიტო აუქციონის“) შექმნის, ხელმძღვანელობის, მუშაობისა და საკრედიტო რესურსებით ვაჭრობის წესებს.

1.2. საკრედიტო აუქციონს ქმნის საქართველოს ეროვნული ბანკი.

1.3 . საკრედიტო აუქციონის მუშაობას წარმართავს აუქციონის კომიტეტი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამი პირის შემადგენლობით, რომლებიც რიგ-რიგობით ასრულებენ აუქციონის სპიკერის მოვალეობას.

1.4. საკრედიტო აუქციონი, როგორც წესი, მოეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობ ში ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. ვაჭრობა დაიწყება 10 საათზე.

1.5. საკრედიტო რესურსების ყიდვა-გაყიდვა წარმოებს საჯარო ვაჭრობის პრინციპით, 7 დღემდე ვადით.

1.6. მოსალოდნელი რისკისაგან საკრედიტო რესურსების გამყიდველი ბანკის დაზღვევის მიზნით, მყიდველი ვალდებულია ეროვნულ ბანკში დააგირაოს რეგულირების ფონდის ანგარიშზე რიცხული აუცილებელი რეზერვებ ის თანხა, ამასთან, მისი გაფორმება ნოტარიულად აუცილებელი არ არ ს, რადგან რეზერვების შესანახვის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი.

 

2. აუქციონის კომიტეტის

უფლება-მოვალეობანი

 

2.1. ვაჭრობის მონაწილე საკრედიტო რესურსების მყიდველი და გამყიდველი ბანკებისაგან იღებს განაცხადებს საკრედიტო აუქციონში მონ წილეობის მისაღებად.

2.2. შეამოწმებს საკრედიტო აუქციონზე მყიდველის სტატუსით მონაწილის განაცხადში მითითებული საკრედიტო რესურსის თანხის შესაბამისობას, მის მიერ ეროვნულ ბანკში რეგულირების ფონდში მოთავსებული აუცილებელი რეზერვების თანხასთან.

2.3. იღებს ინფორმაციას საკორესპო დენტო ანგარიშებზე სახსრების სტაბილურობის, ვაჭრობის მონაწილეე ბის მიერ სავალდებულო რეზერვების დაცვისა და აღრიცხვა- ანგარიშგების მდგომარეობის შესახებ.

2.4.თვალყურს ადევნებს გარიგების მონაწილეთა მიერ საკომისიო გადასახდელის ეროვნული ბანკის ანგარიშზე დროულ ჩარიცხვას. დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის გათვალისწინებით იძულებით წესით ჩამოაწერს სახსრებს დამრღვევ მხარეს.

 

3. საკრედიტო აუქციონის მუშაობის წესი

3.1. საკრედიტო აუქციონზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს იმ სახელმწიფო კომერციულ და კომერციულ ბანკებს, რომლებიც იცავენ სავალდებულო რეზერვების ნორმას და მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა-ანგარიშგება.

3.2. ვაჭრობის მონაწილენი ვაოლებული არიან დაიცვან საბანკო კანონმდებლობა და ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნ ბი.

3.3. საკრედიტო აუქციონზე დაშვებულ არც ერთ თანამდებობის პირს და ვაჭრობის მონაწილეს უფლება არა ა ვს გამოიყენოს ვაჭრობის დრო იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც უშუალოდ ვაჭრობას არ ეხება.

3.4. საბანკო დაწესებულებები, რომლებსაც საკრედიტო აუქციონზე გასაყიდად გამოაქვთ საკრედიტო რესურსები ან აპირებენ მათ შეძენას, აუქციონის კომიტეტს წარუდგენენ შესაბამის განაცხადს ( დანართები N1 და N2) , რომელთა რეგისტრაცია წარმოებს სპეცილურ დავთარში, ან დამუშავდება კომპიუტერული წესით.

3.5. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს საკრედიტო აუქციონის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

3.6. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო რესურსის ოდენობა, მისი შეძენისას მაქსიმალური, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში შესაძლო გაყიდვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი.

3.7. საკრედიტო აუქციონის მონაწილეებს შეუძლიათ ვაჭრობის პროცესში აუქციონის კომიტეტს მიაწოდონ დამატებითი განცხადებები.

3.8. ვაჭრობის დაწყების წინ საკრედიტო აუქციონის კომიტეტის სპიკერი აცხადებს წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს და ვაჭრობის მონაწილე ბანკებისაგან მიიღებს შესწორებას საკრედიტო რესურსების ყიდვა-გაყიდვის შესახებ განაცხადში შესატანად.

3.9. საკრედიტო რესურსების ყიდვის ან გაყიდვის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდება მხარეთა ხელისმოწერითა და ბეჭდის დასმით.

3.10.საკრედიტო რესურსების გამყიდველი ( კრედიტორი) ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადარიცხოს ფულადი სახსრები მყიდველის საკორესპონდენტო ანგარიშზე ბანკთაშორისი კრედიტის სახით.

3.11.საკრედიტო აუქციონის მონაწილეები, რომლებმაც განახორციელეს გარიგება, ვალდებული არიან გარიგების დღიდან ორი საბანკო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ თითოეულმა გარიგების საერთო თა ხიდან გადაიხადოს საკომისიო გადასახდელი 0,25%-ის ოდენობით.

3.12.საკომისიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გაუნაღდებლობის შემთხვევაში დამრღვევი მხარე დაჯარიმდება ხელშეკრულებაში მითითებული თანხის 2,5%- ით, რომელიც აუქციონის კომიტეტის განკარგულებით ჩამოიწერება საკორესპონდენტო ანგარიშიდან ეროვნული ბანკის სასარგებლოდ.

 

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. საკრედიტო აუქციონის მონაწილეები ვალდებული არიან განუხრელად დაიცვან ვაჭრობის წესები და გარიგების პირობები.

4.2. საკრედიტო აუქციონის კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს ვაჭრობის მონაწილეების მიერ ამ დებულებისა და გარიგების პირობების დაცვის მდგომარეობა.

4.3. გარიგებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხები განიხილება საარბიტრაჟო სასამართლოში.

 

შეთანხმებულია იურიდიული სამსახურის

უფროსთან  ქ-ნ ნ. მოსიძესთან

                                                                                                                                                       ნ. მოსიძე

 

 

 

დანართი N1 (02)

 

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

ბანკთაშორის ყოველდღიურ საკრედიტო რესურსების

აუქციონზე სახსრების გამყიდველის სტატუსით

მონაწილეობის შესახებ

 

ქ. თბილისი                                                                                                                                             199 წ."----"----------

_________________________________________________________ გთხოვთ

(ბანკის სრული დასახელება)

დაგვიშვათ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად, ვალდებულებებისაგან თავისუფალი ჩვენი ფულადი სახსრების გამყიდველის სტატუსით, საერთო თანხით _____________________________ მლნ.კუპ.,

(თანხა ციფრებით და სიტყვებით)

რომლის გაყიდვის სურვილი გვაქვს______________________________ დღით

(მიეთითოს კონკრეტული ვადა)

 

 

საკრედიტო რესურსების გაყიდვის მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება___________________________პროცენტის გადახდა განხორციელდეს თანხის

                              ციფრებით და სიტყვებით

დაბრუნებასთან ერთად ან შეთანხმებით სხვა ვადებში

 

 

____________________________________

(მიეთითოს კონკრეტული პირობა)

საკრედიტო აუქციონის ჩატარების წესებს გავეცანით და ვკისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას მათი შესრულებისათვის.

ჩვენი რეკვიზიტებია: __________________________________________

__________________________________________

მმართველი: _____________________________

მთავარი ბუხჰალტერი _____________________________

ბ. ა.

 

 

 

დანართი N2 (03)

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ი

ბანკთაშორის ყოველდღიურ საკრედიტო აუქციონზე

მყიდველის სტატუსით მონაწილეობის შესახებ

 

ქ.თბილისი                                                                                                                                  199 წ. "_____"________

_____________________________________________________________გთხოვთ

                                     (ბანკის სრული დასახელება)

დაგვიშვათ ბანკთაშორის ყოველდღიურ საკრედიტო აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად მყიდველის სტატუსით, რომ შევიძინოთ საკრედიტო რესურსები ____ დღით _______________________________________ მლნ.კუპ. ოდენობით.

(სესხის სარგებლობის ვადა, თანხა ციფრებით და სიტყვებით)

ყიდვის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი _________________________ წლიურად.

                                                                                              (ციფრებით და სიტყვებით)

პროცენტს გადავიხდით თანხის დაბრუნებასთან ერთად ან შეთანხმებით სხვა ვადებში _____________________________________________________.

                   (მიეთითოს კონკრეტული პირობა)

საკრედიტო აუქციონის ჩატარების წესებს გავეცანით და ვკისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას მათი შესრულებისათვის.

 

 

ჩვენი რეკვიზიტებია: ________________________________________________

____________________________________________________________________

ბანკის მმართველი: __________________________________________________

მთ. ბუხჰალტერი: ___________________________________________________

ბ. ა.

 

დანართი 3 (01)

 

 

ს ა კ რ ე დ ი ტ ო ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

გ ა რ ი გ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

 

 

ქ. თბილისი                                                                                                                                       199 წ."___"_________

კომერციული ბანკი __________________________________________________

(ბანკის სრული დასახელება)

შემდგომში კრედიტორად წოდებული, ერთი მხრივ, და ბანკი ____________________________________________, შემდგომში მსესხებლად

                       (ბანკის სრული დასახელება)

წოდებული, მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას შემდეგის შესახებ:

 

1.ხელშეკრულების საგანი

კრედიტორი მსესხებელს მიყიდის საკრედიტო რესურსს

___________________________________________________ კუპონის ოდენობით

                                       (თანხა ციფრებით და სიტყვებით)

წლიური ________________________________________საპროცენტო განაკვეთით,

                                   ( ციფრებით და სიტყვებით)

______________________________________________ ვადით;

                                            (ციფრებით და სიტყვებით)

 

2. კრედიტორის ვალდებულება

კრედიტორის რესურსის მყიდველ ბანკს პირველ პუნქტში აღნიშნულ თანხას გადაურიცხავს ხელშეკრულების ხელმოწერიდან ____________________________

(დღეთა რაოდენობა)

განმავლობაში.

 

3. მყიდველი ვალდებულება

3.1. მყიდველი კრედიტორს დაუბრუნებს სესხს ___________________________

(მიეთითოს კონკრეტული ვადა)

3.2. მყიდველი კრედიტორს სესხით სარგებლობის პრცენტს გადაიხდის __________________________

                                                                                                                                                              (მიეთითოს კონკრეტული ვადა)

 

4. განსაკუთრებული პირობები

 

4.1. კრედიტორის წინაშე მყიდველი პასუხს აგებს თავისი კუთვნილი ქონებით, მათ შორის, ეროვნულ ბანკში რეგულირების ფონდში შეტანილი აუცილებელი რეზერვის თანხით, რომელიც წარმოადგენს მიღებული სესხის გირაოს.

4.2. კრედიტორს აქვს უფლება სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში დასვას საკითხი მიცემული სესხისა და საპროცენტო თანხის იძულებით ჩამოწერის შესახებ მყიდველის თანხმობის გარეშე, საურავის გათვალისწინებით.

4.3. _____________________________________________________________

_____________________________________________________________

 

5. დამატებითი პირობები

 

5.1. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირობების სრულად შესრულებამდე.

5.2. ყველა სადავო საკითხს, რომელიც წამოიჭრება ამ ხელშეკრულების ირგვლივ, განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო.

5.3. ხელშეკრულება შედგენილია ორ ცალად, ერთი ინახება კრედიტორთან, ხოლო მეორე მსესხებელთან და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

 

6. მხარეთა რეკვიზიტები

 

კრედიტორი _____________________________________________________

მსესხებელი ______________________________________________________

კრედიტორის სახელით ___________________________________________

მსესხებლის სახელით ___________________________________________

ბ. ა.