„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016217
11
07/10/2019
ვებგვერდი, 10/10/2019
010250020.35.147.016217
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 11/01/2019; 010250020.35.147.016207) დამტკიცებულ წესს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:
102.  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას.

2. სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი;

ბ)  70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი;

გ) 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.

3. დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ;

ე) ცნობა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი