დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.147.016220 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აგვისტოს №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 16/08/2018; 010250050.35.147.016198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეს (შემდგომში – სამსახურის მოსამსახურე) შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების ანგარიში რეაგირებისათვის გადაუგზავნოს გამგებელს;“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას;“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული შიდა აუდიტორულ ანგარიშებში დაფიქსირებული მონაცემების სიზუსტეზე, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და წარმოდგენილი სარეკომენდაციო წინადადებების ადეკვატურობაზე;“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს; კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან 1. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. სამსახური თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები