დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.147.016218 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/04/2018; 010260020.35.147.016187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი და 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; გამგეობის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 61. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციაპლიტეტის გამგეობის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება. შიდა აუდიტის სახეების (ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი) განხორციელება გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იმ იურიდიულ პირებში, რომელთა წილის 50%-ზე მეტს ფლობს მუნიციპალიტეტი. შიდა აუდიტის სამსახური საქმიანობას წარმართავს "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები