„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი (შეკუმშული) გაზის სარეალიზაციო ფასების დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი (შეკუმშული) გაზის სარეალიზაციო ფასების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქგაზის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 06/09/1994
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/1994
სარეგისტრაციო კოდი 120.013.000.040
45
06/09/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/1994
120.013.000.040
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი (შეკუმშული) გაზის სარეალიზაციო ფასების დამტკიცების შესახებ“
საქგაზის დეპარტამენტი

საქართველოს რესპუბლიკა

 

„საქგაზის“ დეპარტამენტის

 

ბრძანება №45

 

1994 წლის 24 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი/შეკუმშული გაზის სარეალიზაციო ფასების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 აგვისტოს №281 ბრძანებულების „მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა, ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემის ძირეული რეფორმის დაჩქარების შესახებ“ შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა თავის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში ფასწარმოქმნისა და საფინანსო სისტემების რადიკალური რეფორმების, მოსახლეობის სოციალური დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ დაადგინა, რომ 1994 წლის 7 სექტემბრიდან:

- ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის სარეალიზაციო ფასი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის არის 200 / ორასი/ ათასი კუპონი /კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით/ და შეწყვიტა მასზე სუბსიდიები ბიუჯეტიდან.

- ამ დადგენილებით განსაზღვრული ფასებისა და ტარიფების შემოღების შემდეგ ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება მოახდინოს დეპარტამენტმა „საქგაზმა“ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ განსაზღვრული წესით.

- დეპარტამენტმა „საქგაზმა“ გაატაროს უმკაცრესი ზომები მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ამოსაღებად და გადახდის წესების დარღვევის შემთხვევაში შეუწყვიტოს გაზის მოწოდება.

- ფინანსთა სამინისტრომ დეპარტამენტ „საქგაზთან“ ერთად ერთი კვირის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესი, იმის გათვალისწინებით, რომ შემოღებული იქნება მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებიდან თანხების პირდაპირი დაკავების პრაქტიკა ხელფასის 30 /ოცდაათი/ პროცენტის ფარგლებში.

- დეპარტამენტმა „საქგაზმა“ მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში განახორციელოს გაზის მოსახლეობისათვის მიწოდების პირდაპირი რაოდენობრივი შეზღუდვები თვით სრულ გამორთვამდე.

- დეპარტამენტმა „საქგაზმა“ 1994 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20 (ოცი) პროცენტი ფიქსირებული გადასახადის სახით ჩარიცხოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებში ამ ბიუჯეტიდან ბუნებრივი გაზის შესყიდვა - რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებისათვის.

- გაზზე ახალი ფასების შემოღებასთან დაკავშირებით გაუქმდეს ადრე მოცემული ფასები /ტარიფები/.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. 1994 წლის 7 სექტემბრიდან მოქმედებაში შევიდეს ყველა კატეგორიის მომხმარებლის მიერ მოხმარებული ერთი კუბური მეტრი გაზის სარეაბილიტაციო ფასი 200 /ორასი/ ათასი კუპონი/ კანონმდებლობით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით/.

2. საწარმოო გაერთიანება „საქტრანსგაზმა“:

2.1. გააფორმოს ხელშეკრულება გაზის მეურნეობებთან მისაწოდებელ გაზზე დაწყებული მ. წლის 1 ოქტომბრიდან.

2.2. ყოველთვიურად, ორმხრივი შედარების აქტის საფუძველზე აწარმოოს პირდაპირი ანგარიშსწორება გაზის მეურნეობებთან მიწოდებული ბუნებრივი გაზისათვის დროებითი შიდასამეურნეო სარეალიზაციო ფასის 176 /ას სამოცდათექვსმეტი/ ათასი კუპონი ერთი კუბური მეტრისათვის. ამასთან, 1994 წლის ბოლომდე მოცემული დროებითი შიდასამეურნეო სარეალიზაციო ფასი შემცირებული უნდა იქნეს 40 /ორმოცი/ ათასი კუპონით ერთი კუბური მეტრისათვის /ე.ი. გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნას 130 ათ. კუპონი ერთი კუბური მეტრისათვის/, რადგან თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის N 634 დადგენილებით ბუნებრივი გაზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 20 /ოც/ პროცენტს ფიქსირებული გადასახდელის სახით რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლებში იხდიან გაზის მეურნეობები, ბუნებრივი გაზის შესყიდვა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებისათვის.

2.3. მიღებული გაზის ღირებულებაზე ანგარიშსწორება მომწოდებელთან აწარმოოს უშუალოდ გაერთიანებამ კლირინგის ჩათვლით.

3. შეკუმშული გაზის სატრანსპორტო საშუალებების გამმართავ საქვეუწყებო სადგურებს ა.წ. სექტემბრიდან დაუწესდეს ერთი კუბური მეტრი გაზის სარეაბილიტაციო ფასი 300 /სამასი/ ათასი კუპონი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

4. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებამ:

4.1. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ერთი კვირის ვადაში შეიმუშაოს, დაამტკიცოს და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაუგზავნოს საქვეუწყებო გაზის მეურნეობებს /გამოაქვეყნოს პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში / მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების წესი.

4.2. ერთი კვირის ვადაში განსაზღვროს და წარმოადგინოს წინადადება 1994 წლის ბოლომდე ცენტრალიზებული სარეზერვო ფონდისა /დროებითი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად/ და დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ხარჯების ლიმიტების დასამტკიცებლად საქვეუწყებო ორგანიზაციების შემოსავლებიდან.

5. საქვეუწყებო გაზის მეურნეობებმა:

5.1. დროულად აცნობონ მომხმარებლებს ახალი სარეალიზაციო ფასების მოქმედებაში შემოღების შესახებ ადგილობრივი პრესით, რადიოთი და ტელევიზიით.

5.2. უზრუნველყონ 1994 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით საწარმოო გაერთიანება „საქტრანსგაზთან“ და გაზის ყველა მომხმარებელთან გახარჯული გაზის რაოდენობაზე ურთიერთშედარება სათანადო აქტების შედგენით.

5.3. მრიცხველების უქონლობის გამო, მოსახლეობასთან ანგარიშსწორება მოხმარებული გაზის ღირებულების გადასახდელად აწარმოონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 8 თებერვლის N83 დადგენილებით დამტკიცებული ნორმებით /თან ერთვის/.

5.4. გაზის მომხმარებლებთან /გარდა მოსახლეობისა/ გაზის მიწოდებამდე ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ მოსახმარებელი გაზის ღირებულების წინასწარი ანაზღაურება.

5.5. გაატარონ უმკაცრესი ზომები მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ამოსაღებად. შეუწყვიტონ გაზის მიწოდება იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაუშვებენ გაზის ღირებულების გადახდის წესების დარღვევას.

5.6. მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში განახორციელონ გაზის მოსახლეობისათვის მიწოდების პირდაპირი რაოდენობრივი შეზღუდვები თვით სრულ გამორთვამდე.

6. იურიდიულმა სამსახურმა მოახდინოს მოცემული ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.

7. ბუნებრივი /შეკუმშული/ გაზის ახალი ფასის მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებით გაუქმდეს ადრე მოქმედი ფასები.

8. შრომის, ხელფასისა და ეკონომიკური რეფორმების განყოფილებამ:

8.1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ახალი სარეაბილიტაციო ფასის შემდეგ არეგულიროს გაზის ფასი, თანახმად ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ განსაზღვრული წესით.

8.2. აწარმოოს კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე.

თავმჯდომარე                                                                 დ. ელიაშვილი

 

 

დანართი №1

მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის ხარჯების

 

ნორმები

 

დასახარჯავი გაზის დანიშნულება

 

 

განზომილ. ერთეული

 

 

გაზის ხარჯვის ნორმა

 

კუბ.მეტრში

 

გაზით ქურით სარგებლობისას

1 სულზე თვეში

13

გაზის წყალგამაცხელებელი ხელსაწყოთი სარგებლობისას ცხელი წყალმომარაგებისათვის

--„--

30

გათბობის პერიოდში წყალგამაცხელებელი ხელსაწყოთი სარგებლობისას საცხოვრებელი ფართობის გასათბობად

1 კვ.მ. გასათბობ ფართზე თვეში

12

გათბობის პერიოდში გაზის ბუხრებით სარგებლობისას შენობის გასათბობად

1 დანადგარზე თვეში

455

სათბურების გასათბობად

1 კვ.მ გასათბობად თვეში

30

პირად საკუთრებაში არსებული პირუტყვის სხვადასხვა საჭიროებისათვის

მათ შორის

ძროხისათვის

ღორისათვის

თხისათვის/ცხვრისათვის

ცხენისათვის

1 სულისათვის თვეში

 

--„—

--„—

--„—

--„--

 

 

 

23

10,6

2

5

 საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა

საბჭოს სახელმწიფო კანცელარიის მმართველი     მ. ბერიძე