სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2826-2008
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 27/09/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/2826-2008
27/09/2019
ვებგვერდი, 04/10/2019
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე 2/2826-2008

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2019 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება კრედიტორთა რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართ. საზოგადოების მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.

2019 წლის 12 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დაზუსტების შესახებ.

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გადახდისუუნარობის საქმეში წარმოდგენილია რეაბილიტაციის გეგმა და სხვადასხვა პერიოდში რეაბილიტაციის გეგმის ცვლილებები. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულ ებულიყო ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ შეწყდებოდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და დაიწყებოდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.

 საქმეში არსებული მასალების მიხედვით, რეაბილიტაციის გეგმაში ასახული არიან კრედიტორები, მაგრამ მათი უმრავლესობის მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ არის და არ არის აღიარებული კრედიტორთა რეესტრში. გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორებს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნები წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ სასამართლოში და მოთხოვნებს თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. კრედიტორთა კრებაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კრედიტორთა მოთხოვნები კრებაზე განიხილება სათითაოდ და თანამიმდევრულად. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. მოთხოვნის აღიარებით დგინდება კრედიტორის უფლება, დაესწროს კრედიტორთა კრებას, მისი მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

 მოცემულ შემთხვევაში, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი ითხოვს კრედიტორთა რეესტრის დაზუსტებას, რათა შესაძლებლობა მიეცეს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რეაბილიტაციის პროცესი სრულყოფილად და წარმატებულად განახორციელოს და მოხდეს ვალდებულებების დაფარვა.

 ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და კრედიტორთა რეესტრის დაზუსტების მიზნით, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ იმ კრედიტორებს, რომელთაც აქვთ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, მაგრამ განცხადება არ აქვთ წარმოდგენილი სასამართლოში და სასამართლოს არ უმსჯელია მათ მოთხოვნაზე, უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ მომართონ სასამართლოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნით (მოთხოვნა – ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებს და ჯარიმებს).

 კრედიტორთა მოთხოვნების განხილვის და კრედიტორთა რეესტრის დაზუსტების მიზნით, კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 10 ოქტომბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში.

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაცია, კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ელექტრონულ სისტემაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ იმ კრედიტორებს, რომელთაც აქვთ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, მაგრამ განცხადება არ აქვთ წარმოდგენილი სასამართლოში და სასამართლოს არ უმსჯელია მათ მოთხოვნაზე, განემარტოთ, რომ უფლება აქვთ მომართონ სასამართლოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნით.

2. კრედიტორთა მოთხოვნების განხილვის და კრედიტორთა რეესტრის დაზუსტების მიზნით, კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 10 ოქტომბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

3. დაევალოს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველს, კრედიტორებისათვის კრედიტორული მოთხოვნების წარმოდგენის და კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                ლაშა ქოჩიაშვილი