დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბროკერზ ჰაუზ ჯორჯია“ –ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/17-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „ბროკერზ ჰაუზ ჯორჯიას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო
მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,
სსიპ
–
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 ნოემბრის №09 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ
–
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი ბროკერზ ჰაუზ ჯორჯიას“ 2019 წლის 26 სექტემბრის მომართვის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შპს „ბროკერზ ჰაუზ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405212069) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 27 აპრილის №06/4-რ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „ბროკერზ ჰაუზ ჯორჯიას“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი ბროკერზ ჰაუზ ჯორჯია“. 2. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები